შინაარსზე გადასვლა

ლევან V დადიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
11:40, 23 აგვისტო 2023-ის ვერსია, imported>Surprizi
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

თარგი:მრავალმნიშვნელოვნება/დიზაინი

ლევან V
ოდიშის მთავარი
მმართ. დასაწყისი: 1805
მმართ. დასასრული: 1840
წინამორბედი: გრიგოლ დადიანი
მემკვიდრე: დავით დადიანი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1791
გარდ. თარიღი: 1846
მეუღლე: მართა წერეთელი
შვილები: დავით დადიანი, გრიგოლ დადიანი
დინასტია: დადიანები
მამა: გრიგოლ დადიანი
დედა: ნინო, გიორგი XII-ის ასული
[[:commons:Category:Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted|Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted]] ვიკისაწყობში

ლევან V დადიანი (დ. 1791 — გ. 1846) — ოდიშის მთავარი 1805-1840 წლებში.

ბიოგრაფია

მამის გარდაცვალების დროს მძევლად ჰყავდა აფხაზეთის მთავარ ქეილაშ შარვაშიძეს, რომლისგანაც მისი განთავისუფლება 1805 წლის გაზაფხულამდე ვერ მოხერხდა. 1805 წელს, როდესაც გრიგოლ დადიანი გარდაიცვალა, ლევან V დადიანის მცირეწლოვანების გამო ოდიშის სამთავროს 4 წევრისაგან შემდგარი საბჭოს დახმარებით განაგებდა დედამისი, დედოფალი ნინო. 1811 წლიდან ლევან V დადიანი უშუალოდ შეუდგა სამთავროს მართვა-გამგეობას. აქტიურად მონაწილეობდა რუსეთის იმპერიის მიერ დასავლეთ საქართველოში მოწყობილ სამხედრო ექსპედიციებში: 1809 წელს მონაწილეობდა ფოთის აღებაში, 1810 წელს იმერეთის სამეფოს დამორჩილებაში, 1819-1820 წლებში - იმერეთისა და გურიის აჯანყების ჩახშობაში. ასევე დაეხმარა რუსეთს აფხაზეთის სამთავროში ხელისუფლების განმტკიცებაში. 1813 წელს ლევან V დადიანმა შემოიერთა სამურზაყანო, რომელსაც 1840-მდე მართავდა. მის დროს, 1830 წელს, ოდიშის სამთავროში დაარსდა პირველი სასწავლებელი - მარტვილის სასულიერო სასწავლებელი. 1840 წელს უარი თქვა სამთავრო ტახტზე თავისი შვილის დავითის სასარგებლოდ, თუმცა მთავრის ტიტულს სიკვდილამდე ატარებდა.

ოჯახი

ცოლად ჰყავდა იმერეთის სახლთუხუცესის ზურაბ წერეთლის ქალიშვილი — მართა წერეთელი.

ლიტერატურა