შინაარსზე გადასვლა

ვირთაგვა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
16:38, 26 ივლისი 2023-ის ვერსია, imported>Otogi (მომხმარებლის 91.184.125.92 ცვლილებების გაუქმება (№4538868))
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
ვირთაგვა
რუხი ვირთაგვა
რუხი ვირთაგვა (Rattus norvegicus)
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
ქვეტიპი:  ხერხემლიანები
კლასი:  ძუძუმწოვრები
რიგი:  მღრღნელები
ოჯახი:  თაგვისებრნი
გვარი:  ვირთაგვა
ლათინური სახელი
Rattus (Fischer-Waldheim, 1803)
დაცვის სტატუსი

შეცდომა: სურათი მცდარია ან არ არსებობს

<templatestyles src="თარგი:Comment/styles.css" /><span class="ts-comment-commentedText" title="Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted">სტატუსი არ არის მითითებული
ძიება IUCN-ის ვებ-გვერდზე: ???

ვირთაგვა (ლათ. Rattus) — თაგვისებრთა ოჯახის მღრღნელების გვარი. აქვთ 10-30 სმ სიგრძის სხეული, რქოვანი ქერცლით დაფარული კუდი, წაგრძელებული დინგი, დიდი ყურები. გვარში 60-მდე კოსმოპოლიტური სახეობაა. ზოგი მათგანი, კერძოდ, რუხი ვირთაგვა (Rattus norvegicus), ნამდვილი სინანთროპია და ადამიანის მიერ უნებურადაა განსახლებული მთელ მსოფლიოში. საქართველოში ფართოდ არის გავრცელებული შავი ვირთაგვა და რუხი ვირთაგვა. ადამიანის სამოსახლოს გარდა ვირთაგვები გვხვდებიან ბუნებრივ პირობებშიც. წელიწადში 3-4-ჯერ მრავლდებიან. შობენ 5-15 ნაშიერს, რომლებიც 3-4 თვის ასაკში იწყებენ გამრავლებას. მრავალჭამიები არიან. გადააქვთ სხვადასხვა ინფექციური დაავადება და ჰელმინთები. მათ ყველგან ებრძვიან და სპობენ.

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

მოძიებულია „https://wiki.ge/w/index.php?title=ვირთაგვა&oldid=29985“-დან