გრიგოლ რობაქიძე
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
---|---|
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
დაბადების თარიღი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
დაბადების ადგილი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
გარდაცვალების თარიღი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
გარდაცვალების ადგილი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
დასაფლავებულია | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ფსევდონიმი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
საქმიანობა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ენა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ეროვნება | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
მოქალაქეობა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ალმა-მატერი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
პერიოდი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ჟანრი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
Magnum opus | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ჯილდოები | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
მეუღლე | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
პარტნიორ(ებ)ი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
შვილ(ებ)ი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ნათესავ(ებ)ი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
Script error: No such module "collapsible list". | |
ხელმოწერა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
საიტი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
[[:commons:Category:Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted|Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted]] ვიკისაწყობში |
გრიგოლ რობაქიძე (დ. 28 ოქტომბერი, 1880,[georgian 1] სვირი, ქუთაისის გუბერნია ― გ. 19 ნოემბერი, 1962, ჟენევა) — ქართველი მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, თანამედროვე ქართული ფსიქოლოგიური რომანის ერთ-ერთი ფუძემდებელი.
ბიოგრაფია
გრიგოლ რობაქიძე დაიბადა 1880 წლის 28 ოქტომბერს სოფელ სვირში, დედის ოჯახში (დღევანდელი ზესტაფონის მუნიციპალიტეტი). <templatestyles src="ფაქტი/styles.css" />გრიგოლ რობაქიძის მამული არის სოფელი ძევრი (თერჯოლის მუნიციპალიტეტი). მისი მშობლები სოფელ ძევრის სასაფლაოზე არიან დაკრძალული. [წყარო არ არის მითითებული 115 დღე]
ქუთაისის სასულიერო სემინარიის დასრულების შემდეგ, რობაქიძე იურიევის (ტარტუს) უნივერსიტეტში (ახლანდ. ესტონეთი) სწავლობდა (1901). 4 თვის შემდეგ უნივერსიტეტი დატოვა და გერმანიაში გაემგზავრა, სადაც ლაიფციგის უნივერსიტეტში ჩაირიცხა სტუდენტად ფილოსოფიის ფაკულტეტზე. ოთხი წელიწადი (1902–1906) სწავლობდა, მაგრამ უნივერსიტეტის დამამთავრებელი გამოცდები არ ჩაუბარებია. 1907 წელს პარიზში გაემგზავრა. წელიწადნახევრის შემდეგ, 1908 წელს დაბრუნდა სამშობლოში. 1910 წელს სწავლა გააგრძელა იურიევის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, სადაც 7 სემესტრი ისწავლა. მე-8 სემესტრი უნდა დაესრულებინა ყაზანის უნივერსიტეტში, თუმცა პირველი მსოფლიო ომის დაწყების გამო საქართველოში დაბრუნდა.[3] მალე ქართველ სიმბოლისტთა ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერი გახდა. 1915 წელს იყო „ცისფერყანწელების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი. ამ ლიტერატურულმა დაჯგუფებამ, რომელშიც გაერთიანდნენ იმ დროისთვის პროგრესული სიმბოლისტი მწერლები და პოეტები, მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ქართული სიტყვა-კაზმული მწერლობის შემდგომ განვითარებაში. 1917 წელს რობაქიძის აქტიური მონაწილეობით დაარსდა საქართველოს მწერალთა კავშირი.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის წლებში (1918—1921) რობაქიძე აქტიურად მონაწილეობდა დამოუკიდებელი საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ და ლიტერატურულ ცხოვრებაში. მაგალითად, 1919 წელს იგი იყო პარიზის სამშვიდობო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად წარგზავნილი საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრი. იმავე წელს მისი უშუალო მონაწილეობით დაფუძნდა ქართული ლეგაცია სტამბოლში.
ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიის შემდეგ (1921 წლის თებერვალ-მარტი) გრიგოლ რობაქიძე აქტიურად ჩაება საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში, რისთვისაც მუდმივად განიცდიდა დევნას ბოლშევიკურ-კომუნისტური იდეოლოგიის წარმომადგენელთა მხრიდან. 1926 წელს მის რომანს „გველის პერანგი“ ქართული საზოგადოება გულგრილად შეხვდა, გერმანიაში კი ძალიან მოიწონეს და ავტორი შეაქეს. რობაქიძემ, რომელიც ფიქრობდა, რომ სამშობლოში მის ნიჭს არ აფასებდნენ, გადაწყვიტა გერმანიაში წასულიყო. პასპორტი სერგო ორჯონიკიძის დახმარებით მიიღო.[4]
1931 წლიდან გარდაცვალებამდე იყო პოლიტიკური ემიგრანტი: 1946 წლამდე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა გერმანიაში, ხოლო 1946 წლიდან — შვეიცარიაში. იგი იყო ქართული პოლიტიკური ემიგრაციის ერთ-ერთი უთვალსაჩინოესი მოღვაწე. 1941 წელს, მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთანავე, თბილისში საფუძველი ჩაეყარა ანტისაბჭოთა შეთქმულებას, რომლის ორგანიზატორთა შორის ახალგაზრდა მწერლები, გიორგი ძიგვაშვილი და კოტე ხიმშიაშვილი იყვნენ, შეთქმულება გაიცა, გამოძიებამ კი მისი მონაწილეები გრიგოლ რობაქიძესთან კავშირში და მისგან ფაშისტური დირექტივების მიღებაში დაადანაშაულა. 1942 წელს მისი უშუალო მოღვაწეობით ემიგრაციაში დაარსდა ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი და იყო ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი. კავშირის თავმჯდომარე იყო ევროპაში ბაგრატიონთა სამეფო სახლის მეთაური ირაკლი ბაგრატიონ-მუხრანელი. რობაქიძე იყო, აგრეთვე, ანტიბოლშევიკ ერთა ლიგის თვალსაჩინო მოღვაწე.
რობაქიძის პროზაზე უდიდესი გავლენა იქონია ფრიდრიხ ნიცშეს ნაშრომებმა. მის შემოქმედებას სხვა და სხვა დროს უმაღლესი შეფასება მისცეს შტეფან ცვაიგმა, რომენ როლანმა, ნიკოს კაზანძაკისმა და მსოფლიო ლიტერატურის სხვა გამოჩენილმა წარმომადგენლებმა. საერთაშორისო აღიარება მოიპოვა მისმა ნაწარმოებებმა „გველის პერანგი“, „დემონი და მითოსი“, „ჩაკლული სული“, „მცველნი გრალისა “, „მეგი – ქართველი გოგონა“ და სხვა. ასევე დიდი პოპულარობა მოიპოვა გერმანულ და სხვა ენებზე რამდენიმეგზის გამოცემულმა მისმა კრებულმა „კავკასიური ნოველები“. რობაქიძე არჩეული იყო ევროპის რამდენიმე ლიტერატურული საზოგადოების წევრად. აღსანიშნავია, რომ 1960-იანი წლების დამდეგს გადაწყვეტილი იყო მისი წარდგენა ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიაზე, რასაც ხელი შეუშალა მწერლის გარდაცვალებამ.
ბიბლიოგრაფია
რომანები
- გველის პერანგი (1926)
- ჩაკლული სული (1931)
- მეგი – ქართველი გოგონა (1932)
- ქალღმერთის ძახილი (1934)
- მცველნი გრალისა (1937)
- ფალესტრა (დაუმთავრებელი რომანი)
რჩეული მოთხრობები და ნოველები
- კავკასიური ნოველები (მოთხრობების კრებული) (1932)
- ენგადი
- იმამ შამილი
- წმინდა ხარის მოკვლა
პიესა
რჩეული ესეები და წერილები
- ომი და კულტურა (კრებული)
- Pro domo sua (კრებული)
- პორტრეტები (კრებული)
- პირადი მიმოწერა (კრებული)
- დემონი და მითოსი (კრებული) (1935)
- ადოლფ ჰიტლერი უცხოელი მწერლის თვალით (ბიოგრაფიული რომანი) (1937-8)
- მუსოლინი (ბიოგრაფიული რომანი) (1938-9)
- დავით კლდიაშვილი
- ნიკო ფიროსმანი
- ვაჟა-ფშაველა
- ლეილა
- საქანელა და სახრჩობელა
- საქართველოს ხერხემალი
- ქართველ მწერლებს
- მიმართვა ქართველ ხალხს
გარდაცვალება
მწერალი 1962 წლის 19 ნოემბერს გარდაიცვალა ქალაქ ჟენევაში და იქვე დაიკრძალა. 1976 წელს ქართველი ემიგრანტების ნინო და კალისტრატე სალიების თაოსნობით საფრანგეთში, ლევილის სასაფლაოზე გადაასვენეს. მისი ბინა პოლიციამ დალუქა, არქივი კი ლიკვიდაციას შვეიცარიელი მეგობრების ძალისხმევით გადაურჩა.
შენიშვნები
- ↑ თავის დაბადების თარიღად საბუთებში წერდა 1884 წლის 1 ნოემბერს, თუმცა სიცოცხლის უკანასკნელ ხანებში მწერალი თავადაც აღარ მალავდა, რომ დაბადებული იყო სოფელ სვირში 1880 წლის 28 ოქტომბერს. ჰანს-ჰასო ფონ ველტჰაიმისთვის მიწერილ წერილში წერდა: „ფაქტობრივად მე დავიბადე 15 ოქტომბერს ძველი სტილით, ანუ 28 ოქტომბერს ახალი სტილით 1880 წლისა“[1] (მაგრამ ძველი სტილით 1880 წლის 15 ოქტომბერს შეესაბამება ახალი სტილით 27 ოქტომბერი და არა 28). ზოგიერთ წყაროში მწერლის დაბადების წლად მითითებულია 1882 წელი.[2]
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
რესურსები ინტერნეტში
- გრიგოლ რობაქიძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- გრიგოლ რობაქიძის შემოქმედება
- გრიგოლ რობაქიძის ცხოვრება, შემოქმედება, წერილები, ესსეები, მოგონებები, ფოტოგალერეა
- გრიგოლ რობაქიძის „მიმართვა ახალგაზრდობას“
სქოლიო
- ↑ ბაქრაძე ა., კარდუ ანუ გრიგოლ რობაქიძის ცხოვრება და ღვაწლი, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში: „ლომისი“, [1999] 2003. — გვ. 5–7.
- ↑ თარგი:სდრ
- ↑ ბაქრაძე, 2003, გვ. 16–23
- ↑ ქიქოძე გ., თანამედროვის ჩანაწერები, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში: „არეტე“, 2003. — გვ. 102–103, ISBN 99940-745-6-3Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted.
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- Pages with script errors
- ვიკიპედია:სტატიები წასაშლელი დებულებებით
- დაბადებული 28 ოქტომბერი
- დაბადებული 1880
- ზესტაფონის მუნიციპალიტეტში დაბადებულები
- გარდაცვლილი 19 ნოემბერი
- გარდაცვლილი 1962
- ქართველი მწერლები
- ქართველი პუბლიცისტები
- ქართველი საზოგადო მოღვაწეები
- სიმბოლისტი მწერლები
- ცისფერყანწელები
- ნობელის პრემიის ნომინანტები
- ქართველი ნაციონალისტები
- ლევილის სასაფლაოზე დაკრძალულები