შინაარსზე გადასვლა

ნიკოს კაზანძაკისი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
დაბადების თარიღი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
დაბადების ადგილი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
გარდაცვალების თარიღი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
გარდაცვალების ადგილი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
დასაფლავებულია Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ფსევდონიმი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
საქმიანობა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ენა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ეროვნება Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
მოქალაქეობა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ალმა-მატერი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
პერიოდი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ჟანრი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Magnum opus Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ჯილდოები Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
მეუღლე Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
პარტნიორ(ებ)ი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
შვილ(ებ)ი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ნათესავ(ებ)ი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Script error: No such module "collapsible list".
ხელმოწერა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
საიტი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
[[:commons:Category:Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted|Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted]] ვიკისაწყობში

ნიკოს კაზანძაკისი (ბერძ. Νίκος Καζαντζάκης; დ. 2 მარტი, [ ძვ. სტ. 18 თებერვალი], 1883 — გ. 26 ოქტომბერი, 1957) — ბერძენი მწერალი. თანამედროვე ბერძნული პროზის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელი. ცხრაჯერ იყო წარდგენილი ნობელის პრემიაზე[1].

კაზანძაკისი ავტორია რომანებისა: „ალექსი ზორბასის ცხოვრება“ (1946), „ქრისტე კვლავ ჯვარს ეცმის“ (1948), „კაპიტანი მიხალისი“ (1950) და „ქრისტეს უკანასკნელი ცდუნება“ (1955). დაწერილი აქვს მრავალი პიესა, მემუარული თხზულება და ფილოსოფიური ესე.

კაზანძაკისს თანამედროვე ბერძნულ ენაზე თარგმნილი აქვს არაერთი კლასიკური თხზულება, როგორებიცაა: „ღვთაებრივი კომედია“, „ესე იტყოდა ზარატუსტრა“ და „ილიადა“.

ბიოგრაფია

ეპიტაფია კაზანძაკისის საფლავის ქვაზე: „არაფერს იმედი არ მაქვს. არაფრის მეშინია. თავისუფალი ვარ.“

კაზანძაკისი დაიბადა 1883 წელს ჰერაკლიონში, კუნძულ კრეტაზე. ამ დროისთვის კუნძული ჯერ კიდევ არ შედიოდა საბერძნეთის შემადგენლობაში და ოსმალეთის იმპერიის ნაწილს წარმოადგენდა. 1902 წლიდან 1906 წლამდე კაზანძაკისი ათენის უნივერსიტეტში იურისპრუდენციას სწავლობდა, სადაც 1906 წელს იურისტის დოქტორის ხარისხი დაიცვა თემაზე: „Ο Φρειδερίκος Νίτσε εν τη φιλοσοφία του δικαίου και της πολιτείας“ („ფრიდრიხ ნიცშე სამართლისა და სახელმწიფოს ფილოსოფიის შესახებ“)[2]. 1907 წელს ჩაირიცხა სორბონის უნივერსიტეტში ფილოსოფიის ფაკულტეტზე. სწავლის პერიოდში ანრი ბერგსონის გავლენის ქვეშ მოექცა. 1909 წელს სორბონაში დაცული დისერტაცია იყო 1906 წელს დაწერილი დისერტაციის გადამუშავებული ვერსია: „Friedrich Nietzsche dans la philosophie du droit et de la cité“ („ფრიდრიხ ნიცშე სამართლისა და სახელმწიფოს ფილოსოფიის შესახებ“). საბერძნეთში დაბრუნებისას დაიწყო ფილოსოფიური ლიტერატურის თარგმნა. 1914 წელს შეხვდა ანგელოს სიკელიანოსს, რომელთან ერთადაც ორი წლის განმავლობაში იმოგზაურა იმ ადგილებში, სადაც ბერძნული მართლმადიდებელი ქრისტიანული კულტურა აღმავლობას განიცდიდა. მისი ეს ქმედება უმეტესწილად შთაგონებული იყო სიკელიანოსის ეროვნული მოტივებით.

კაზანძაკისი დაქორწინდა გალატია ალექსიუზე 1911 წელს; ერთმანეთს დაშორდნენ 1926 წელს. 1945 წელს კაზანძაკისი დაქორწინდა ელენი სამიუზე. 1922 წლიდან გარდაცვალებამდე იმოგზაურა პარიზსა და ბერლინში (სადაც დაჰყო ორი წელიწადი: 1922-დან 1924 წლამდე), იტალიაში, რუსეთში (1925), ესპანეთში (1932), მოგვიანებით: კვიპროსში, ალჟირში, ეგინაზე, ეგვიპტეში, სინას მთაზე, ჩეხოსლოვაკიაში, ნიცაში, ჩინეთსა და იაპონიაში.

ბერლინში ყოფნის დროს აქტიურად გაეცნო კომუნისტურ იდეოლოგიას. მიუხედავად იმისა, რომ აქტიური კომუნისტი არასდროს ყოფილა, იმოგზაურა საბჭოთა კავშირში და შეხვდა იმ დროის მემარცხენე პოლიტიკოსსა და მწერალს, ვიქტორ სერჟს. ამ პერიოდში მისი, როგორც ნაციონალისტის, იდეოლოგია მეტნაკლებად სუსტდება. 1916 წელს ჟურნალისტის ამპლუაში ინტერვიუს იღებს მიგელ პრიმო დე რივერასა და ბენიტო მუსოლინისგან.

მეორე მსოფლიო ომის დროს ათენში, ფილოლოგ იოანის კაკრიდისთან ერთად, თარგმნიდა „ილიადას“. 1945 წელს სათავეში ჩაუდგა არაკომუნისტ მემარცხენეთა პარტიას და შევიდა საბერძნეთის პარლამენტში. 1946 წელს საბერძნეთის მწერალთა კავშირში კაზანძაკისისა და ანგელოს სიკელიანოსის ნობელის პრემიაზე ლიტერატურის დარგში წარდგენის სურვილი გამოითქვა. 1957 წელს კაზანძაკისმა ნობელის ჯილდო 1 ხმით დაკარგა ალბერ კამიუსთან. კამიუმ მოგვიანებით თქვა, რომ კაზანძაკისს „ასჯერ მეტად“ ეკუთვნოდა ეს პატივი, ვიდრე — მას. საერთო ჯამში, კაზანძაკისი ნობელის პრემიაზე ნომინირებული იყო ცხრაჯერ, სხვადასხვა წლის განმავლობაში.

1957 წელს იმოგზაურა შორეულ აღმოსავლეთში, მიუხედავად იმისა, რომ ლეიკემიით იყო დაავადებული. უკან დაბრუნებისას თვითმფრინავი გერმანიის ქალაქ ფრაიბურგში დაეშვა, სადაც გარდაიცვალა კიდეც. დაკრძალულია ჰერაკლიონის ძვალთშესალაგ კედელში. მის ეპიტაფიაზე იკითხება: „არაფრის იმედი არ მაქვს. არაფრის მეშინია. თავისუფალი ვარ“ („Δεν ελπίζω τίποτα. Δε φοβούμαι τίποτα. Είμαι λέφτερος.“).

საქართველოში მოგზაურობა

კაზანძაკისი საქართველოს სამჯერ ესტუმრა: 1919, 1927 და 1928 წლებში. პირველად იგი დამოუკიდებელ საქართველოსთან აწარმოებდა მოლაპარაკებებს საქართველოში მცხოვრები ბერძენი ლტოლვილების საკითხებთან დაკავშირებით, ხოლო 1927 და 28 წლებში კი ტურისტად იმყოფებოდა. ამ მოგზაურობებს აღწერს თავის წიგნებში: „რუსული დღიური“ და „აღსარება გრეკოსთან“. განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა ქართველ მწერალ გრიგოლ რობაქიძესთან, რომლის შესახებაც წერს „ტოდა-რაბაში“.

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

თარგმანები ქართულ ენაზე

  • კაზანძაკის კ., „ალექსის ზორბასის ცხოვრება“ ახალბერძნულიდან თარგმნა მაია კაკაშვილმა გამომცემლობა "დიოგენე", თბილისი, 2018.
  • კაზანძაკისი კ., ქრისტეს უკანასკნელი ცდუნება, ახალბერძნულიდან თარგმნა თათია მთვარელიძემ, გამომცემლობა „ინტელექტი,“ თბილისი, 2018.
  • კაზანძაკისი კ., ქრისტე კვლავ ჯვარს ეცმის, ახალბერძნულიდან თარგმნა მაია კაკაშვილმა, პროგრამა „ლოგოსი“, თბილისი, 2015.
  • კაზანძაკისი კ., უკანასკნელი ცდუნება, (ფრაგმენტი) ახალბერძნულიდან თარგმნა თათია მთვარელიძემ, ლიტერატურული გაზეთი, № 18, თბილისი, 2015, გვ. 12–13.
  • კაზანძაკისი კ., ასკეზა Salvatores Dei , ახალბერძნული ენიდან თარგმნა თამარ მესხმა, მეცნიერება, თბილისი, 1997.

ლიტერატურა ნიკოს კაზანძაკისზე

  • გამრეკელი გ., ნიკოს კაზანძაკისი და გრიგოლ რობაქიძე, „ჩინგისხანურ სოციალისმს“ გადარჩენილი ქართველები, თბილისი, 2010, გვ. 121-128.
  • ჯალიაშვილი მ., „მიამბე რაიმე ღმერთზე, დაო, ნუშის ხეო...“, ჩვენი მწერლობა, №18 თბილისი, 2006, გვ. 47-48.
  • ვაჩეიშვილი ზ., ბიზანტიური ტრადიციები ნიკოს კაზანძაკისის შემოქმედებაში, თბილისი, 2005.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. "Nomination Database"www.nobelprize.org. Retrieved 2016-06-29 
  2. "Nikos Kazantzakis - Friedrich Nietzsche on the Philosophy of Right and the State" at E.KE.BI / Biblionet

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

თარგი:ავტორიტეტული წყაროები