შინაარსზე გადასვლა

მოურავი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფაილი:ილიას მოურავი მოსე მემარნიშვილი მეუღლესთან.JPG
მოურავი მოსე მემარნიშვილი მეუღლესთან

მოურავი — ადგილობრივი მმართველობის მოხელე ძველ საქართველოში. მოურავი ასრულებდა სამეურნეო, ადმინისტრაციულ და სასამართლო ფუნქციებს. იგი იყო მებატონის მამულების მმართველი, პროვინციის, ქალაქის, სოფლის გამგე. XVII სუაკუნიდან ქალაქის მოურავმა საბოლოოდ ჩაანაცვლა ქალაქის ამირას სახელწოდება. ქალაქის მოურავის შესახებ ცნობები მოიპოვება „დასტურლამალში“. ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი იყო ქიზიყის, ყაზახის და არაგვის მოურავობა. ფართოდ იყო გავრცელებული სოფლის მოურავობა. ქალაქების მოურავებიდან პირველი ადგილი ეჭირათ თბილისისა და გორის მოურავებს. ქალაქის მოურავი მეფის მიერ ინიშნებოდა. მოურავი ქალაქის უპირველესი მოხელე იყო. მას ემორჩილებოდა ქალაქის მოხელეები — მელიქი, მამასახლისი, ნაცვალი და ასასები. თავის სასამართლო ფუნქციებს მოურავი მელიქის, მამასახლისის, აგრეთვე 3—4 „სარწმუნო მოქალაქის“ (მსხვილი ვაჭრის) თანდასწრებით ასრულებდა. მოურავობა იმდენად საპატიო და შემოსავლიანი თანამდებობა იყო, რომ ბატონიშვილებიც კი არ ამბობდნენ უარს ამ სახელოზე. მაგ. იესე ბატონიშვილი ერთ დროს თბილისის მოურავი იყო. ქალაქის მოურავი აკონტროლებდა ქალაქში ვაჭრობას, წარმოებას, აწესებდა ფასებს.

1919 წელს მოურავი ეწოდა თბილისის თავის თანამდებობას. 1919-1921 წლებში თბილისის მოურავის თანამდებობაზე იყო ბენიამინ ჩხიკვიშვილი.[1]

ლიტერატურა

სქოლიო

  1. ჯანელიძე ო., დაუშვილი ა., ხოსიტაშვილი მ.,, „თავისუფალი საქართველოს დედაქალაქი თბილისი 1918-1921 წლებში“, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 2019. — გვ. 34, ISBN 978-9941-9553-1-9Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted.

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

მოძიებულია „https://wiki.ge/w/index.php?title=მოურავი&oldid=43374“-დან