შინაარსზე გადასვლა

მსტისლავ კელდიში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
დაბ. თარიღი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
დაბ. ადგილი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
გარდ. თარიღი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
გარდ. ადგილი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
დასაფლავებულია Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
მოქალაქეობა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ეროვნება Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
საქმიანობა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
მუშაობის ადგილი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ალმა-მატერი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
განთქმული მოსწავლეები Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
პარტნიორ(ებ)ი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
სამეცნიერო ხარისხი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
მეუღლე Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
მამა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
დედა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
შვილ(ებ)ი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ნათესავ(ებ)ი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ჯილდოები Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Script error: No such module "collapsible list".
ხელმოწერა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
საიტი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
[[:commons:Category:Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted|Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted]] ვიკისაწყობში

მსტისლავ ვსევოლოდის ძე კელდიში (რუს. Мстислав Всеволодович Келдыш; დ. ძველი სტილით [28 იანვარი], ახალი სტილით [10 თებერვალი] 1911, რიგა — გ. 24 ივნისი, 1978, მოსკოვი) — საბჭოთა მეცნიერი მათემატიკისა და მექანიკის დარგში. სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1946), 1953 წლიდან აკადემიის პრეზიდიუმის წევრი, 1960-1961 წლებში ვიცე-პრეზიდენტი, 1961-1975 წლებში პრეზიდენტი. სოციალისტური შრომის გმირი (1956, 1961, 1971). სკკპ წევრი 1949 წლიდან.

მოსკოვის უნივერსიტეტის დამთავრების (1931) შემდეგ მუშაობდა ცაგ-ში (ცენტრალურ აეროჰიდროდინამიკურ ინსტიტუტში), სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ვლადიმერ სტეკლოვის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტში, სსრკ მეცნიერებათა აკადემიის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორად (1953 წლიდან). კელდიშს ეკუთვნის მრავალი ფუნდამენტური გამოკვლევა მათემატიკაში, გამოთვლით მათემატიკაში, აეროჰიდროდინამიკაში, რხევის თეორიაში. დიდი წვლილი შეიტანა ავიაციის, ატომური და კოსმოსური ტექნიკის აქტუალური პრობლემების გადაწყვეტის საქმეში. კელდიშის შრომების დიდი ციკლი მიეძღვნა საავიაციო კონსტუქციების რხევებსა და ავტორხევებს. ამ შრომებში დამუშავებულია თვითმფრინავის ფლატერის თეორემა. მას ეკუთვნის ამწევი ძალის შესახებ ჟუკოვსკის თეორემის განზოგადება. კელდიშს მნიშვნელოვანი შედეგები ჰქონდა მიღებული სითხის ზედაპირის ქვეშ მოძრავი სხეულის ჰიდროდინამიკაში, დარტყმის თეორიაში, მერხევი ფრთის თეორიასა და ხრახნის თეორიაში. მასვე ეკუთვნის მნიშვნელოვანი გამოკვლევები ნამდვილი ცვლადისა და კომპლექსური ცვლადის ფუნქციათა თეორიაში, კერძოწარმოებულიან განტოლებებში, ფუნქციონალურ ანალიზში.

კელდიში იყო უცხოეთის მრავალი აკადემიის წევრი. საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის წევრი (1974). სახელმწიფო პრემიისა (1942, 1946) და ლენინური პრემიის (1957) ლაურეატი. დაჯილდოებულია 6 ლენინის ორდენით და 3 სხვა ორდენით, აგრეთვე მედლებითა და 4 უცხოური ორდენით.

გარდაიცვალა 1978 წლის 24 ივნისს აბრამცევოში, აკადემიკოსების აგარაკზე. დაკრძალულია მოსკოვში, წითელ მოედანზე, კრემლის კედელთან

ხსოვნა

მსტისლავ კელდიშის სახელი აქვს მინიჭებული რუსეთის სხვადასხვა ქალაქში ქუჩებს, მოედნებს, კვლევით ინსტიტუტებს; დადგმულია მისი ძეგლები, ბიუსტები და მემორიალური დაფები; გახსნილია მემორიალური კაბინეტი. მეცნიერის სახელს ატარებს სამეცნიერო-კვლევითი ხომალდი, ავიაკომპანია „აეროფლოტის“ ლაინერი „Airbus A320“, კრატერი მთვარეზე, ასტეროიდი „კელდიში“[1], მინერალები კელდიშიტი და პარაკელდიშიტი[2] [3]. გამოსულია მისდამი მიძღვნილი საფოსტო მარკები (1981 და 2011 წწ.)

სსრკ მეცნიერებათა აკადემიის წინადადებით სკკპ ცენტრალური კომიტეტისა და სსრკ მინისტრთა საბჭოს 1978 წლის 17 ივლისის №691 ბრძანებულებით დაწესდა მედალი „აკადემიკოს მ. ვ. კელდიშის ხსოვნის უკვდავსაყოფად და მისი ოჯახის უზრუნველსაყოფად“.[4]

გალერეა

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted