პორტალი:გერმანია/ სტატია 51
იერსახე
![პრეზიდენტ ებერტის პორტრეტი – ავტ. ლოვის კორინტი, 1924](https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/f/f4/Corinth_Ebert.png/100px-Corinth_Ebert.png)
ფრიდრიხ ებერტი (გერმ.: Friedrich Ebert) (დ. 4 თებერვალი 1871 – გ. 28 თებერვალი 1925) - გერმანელი სოციალ-დემოკრატი პოლიტიკოსი, გერმანიის პირველი რაიხსპრეზიდენტი ვაიმარის რესპუბლიკის დროს 1919-25 წლებში. ასევე იყო გერმანიის რევოლუციის შემდეგ პირველი რაიხსკანცლერი.