სიერა-მაესტრა
სიერა-მაესტრა | |
---|---|
სიერა-მაესტრა სიერა-მაესტრა | |
კოორდინატები: თარგი:Nobr | |
ქვეყანა | კუბის დროშა კუბა |
უმაღლესი წერტილი | ტურკინო |
სიმაღლე | 1974 მ |
სიგრძე | 240 კმ |
სიგანე | 30 კმ |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
სიერა-მაესტრა (ესპ. Sierra Maestra) — ქედი კუბის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. გადაჭიმულია აღმოსავლეთით კრუსის კონცხიდან დასავლეთით დაახლოებით გუანტანამოს უბემდე. სამხრეთი კალთები მიუყვება კარიბის ზღვის სანაპიროს. სიგრძე დაახლოებით 240 კმ, სიგანე 30 კმ. საშუალო სიმაღლე 300-იდან 1500 მ-მდე. სიერა-მაესტრა კუბის უმაღლესი მთათა სისტემაა. ქედი დაგვირგვინებულია ტურკინოს პიკით (1974 მ), რომელიც ქედის დაახლოებით აღმოსავლეთ ნაწილშია აღმართული და წარმოადგენს კუბის უმაღლეს წერტილს. აგებულია ქვიშაქვებით, კირქვებითა და ვულკანური ქანებით.[1] სანტიაგო-დე-კუბის ღრმულის მეშვეობით დაყოფილია ორ ძირითად მასივად. სამხრეთ კალთები მოკლეა, ციცაბოდ ეშვება ზღვისკენ, შემოსილია მარადმწვანე ბუჩქნარებითა და წიწვოვანი ტყეებით. ჩრდილოეთი კალთა მკვეთრად აწეულია, ძლიერ არის დანაწევრებული მდინარეთა ხეობებით, შემოსილია ტროპიკული ფოთლოვანებით და მარადმწვანე ტყეებით. არის სასარგებლო წიაღისეულები, მათ შორის სპილენძი, რკინა, მანგანუმი, ვერცხლი, ქრომი, მარმარილო და სხვა. ქედის ფარგლებშია ტურკინოს ეროვნული პარკი. სიერა-მაესტრას გააჩნია პარტიზანული ომის ხანგრძლივი ისტორია. აღსანიშნავია, რომ ქედის კალთებზე მდებარეობდა ფიდელ კასტროს რევოლუციური არმიის ბაზა.
რესურსები ინტერნეტში
- სიერა-მაესტრა — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)
სქოლიო
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted