ტიბესტი
იერსახე
ტიბესტი | |
---|---|
ემი-კუსი ემი-კუსი | |
კოორდინატები: თარგი:Nobr | |
ქვეყანა | ჩადის დროშა ჩადი ლიბიის დროშა ლიბია |
უმაღლესი წერტილი | ემი-კუსი |
სიმაღლე | 3445 მ |
ფართობი | 100,000 კმ² |
სიგრძე | 380 კმ |
სიგანე | 350 კმ |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ტიბესტი (ფრანგ. Tibesti, არაბ. تيبستي) — მთიანეთი ცენტრალურ საჰარაში, ჩადისა და ლიბიის ტერიტორიაზე. სიმაღლე 3445 მ-მდე (ვულკანი ემი-კუსი). აგებულია კრისტალური ფიქლებით, ლავებითა და ქვიშაქვებით. დანაწევრებულია დროებითი ნაკადების ღრმა ხეობებით. ნალექები — 100 მმ-ზე ნაკლები წელიწადში. მთისძირის გასწვრივ და ხეობებში 1200 მ სიმაღლემდე ხარობს ფინიკის პალმა, აკაცია და სხვა. 1600-1800 მ-მდე — აბზინდა და მარცვლეულები, უფრო ზევით — მთის ნახევარუდაბნოს მცენარეულობა.
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1985. — გვ. 714.
|