ინგუშური ენა
ინგუშური ენა (ინგშ. ГIалгIай мотт) — ნახურ-დაღესტნური ენათა ოჯახის ნახური ჯგუფის ვაინახური ქვეჯგუფის ენა. გავრცელებულია ძირითადად ინგუშეთის რესპუბლიკაში, რუსეთში. ინგუშეთის რეპუბლიკაში რუსულთან ერთად გააჩნია ოფიციალური ენის სტატუსი. მასზე 405 ათასი კაცი ლაპარაკობს რუსეთში[1] და უზბეკეთში.[2] საკუთარი ორიგინალური დამწერლობა ენას არ გააჩნია, იყენებს ანბან კირილიცას.
ინგუშური ენა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
გავრცელებულია | ესკიზის შექმნის შეცდომა: რუსეთი |
მოლაპარაკეთა რაოდენობა | 405 ათასი |
ლინგვისტური კლასიფიკაცია | ნახურ-დაღესტნური ენები |
დამწერლობის სისტემა | კირილური დამწერლობა |
ენის კოდები | ISO 639-1: — ISO 639-2: inh ISO 639-3: inh |
რუკა | |
![]() მოლაპარაკეთა არეალი | |
ვიკისივრცე | |
ენის თარგი | {{Lang-inh}} |
ესკიზის შექმნის შეცდომა: ვიკისივრცეში არის ვიკიპედია — ინგუშური ენა |
ინგუშურ ენას ენათესავება ჩეჩნური ენა, რომელთანაც საერთო დიალექტი ქისტურიც გააჩნია, ასევე ახლოს დგას საქართველოში მოლაპარაკე ბაცბების ბაცბურ ენასთან.[3]
ინგუშური ანბანი
XX საუკუნის დასაწყისში ინგუშურ ენას გააჩნდა არაბულზე დაფუძნებული დამწერლობა. 1917 წლის მესამე რუსული (ოქტომბრის) რევოლუციის შემდეგ არაბული ლათინურმა შეცვალა, ხოლო 1938 წელს ლათნური რუსულმა კირილიცამ შეცვალა.
1928 წლის ინგუშური ანბანი:[4] A a, Æ æ, Ä ä, B b, C c, Č č, D d, E e, F f, G g, H h, Ꜧ ꜧ, I i, J j, K k, L l, M m, N n, Ņ ņ, O o, Ö ö, P p, Q q, R r, S s, Š š, T t, U u, Ü ü, V v, X x, X́ x́, Y y, Z z, Ž ž, Ch ch, Čh čh, Gh gh, Kh kh, Ph ph, Qh qh, Th th.
1948 წელს ინგუშური ანბანი შეიცვალა კირილიცით.
თანამედროვე ინგუშური ანბანი[5]
А а | Аь аь | Б б | В в | Г г | ГI гI | Д д | Е е |
Ё ё | Ж ж | З з | И и | Й й | К к | Кх кх | Къ къ |
КI кI | Л л | М м | Н н | О о | П п | ПI пI | Р р |
С с | Т т | ТI тI | У у | Ф ф | Х х | Хь хь | ХI хI |
Ц ц | ЦI цI | Ч ч | ЧI чI | Ш ш | Щ щ | Ъ ъ | Ы ы |
Ь ь | Э э | Ю ю | Я я | Яь яь | I |
ლიტერატურა
- იმნაიშვილი დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1980. — გვ. 132-133.
- იმნაიშვილი დ., „ძირთადი და თანდებულიანი ბრუნვები ინგუშურსა და ჩაჩნურში“, „ენიმკის მოამბე“, ტ. 12, 1942
სქოლიო
- ↑ Всероссийская перепись населения. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-12-03. ციტირების თარიღი: 2011-10-31.
- ↑ Ethonologue
- ↑ მ. ქურდიანი, „იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების საფუძვლები“, თსუ, 2007
- ↑ Мальсагов, З. Культурная работа в Чечне и Ингушетии в связи с унификацией алфавитов. Владикавказ, 1928
- ↑ ГIалгIай-эрсий дошлорг (Ингушско-русский словарь). Нальчик, 2009. ISBN 978-5-88195-965-4
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted