ჩეჩნური ენა
ჩეჩნური ენა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
გავრცელებულია | რუსეთის დროშა რუსეთი |
მოლაპარაკეთა რაოდენობა | 1 354 705 (2010 წ.)[1] |
ლინგვისტური კლასიფიკაცია | ნახურ-დაღესტნური ენები |
დამწერლობის სისტემა | კირილური დამწერლობა |
ენის კოდები | ce |
რუკა | |
მოლაპარაკეთა არეალი | |
ვიკისივრცე | |
ენის თარგი | {{Lang-ce}} |
ესკიზის შექმნის შეცდომა: ვიკისივრცეში არის ვიკიპედია — ჩეჩნური ენა |
ჩეჩნური ენა, ჩაჩნური ენა (ჩეჩ. нохчийн мотт) — ნახურ-დაღესტნური ენათა ოჯახის ნახური ჯგუფის ვაინახური ქვეჯგუფის ენა. მასზე 1 354 705 კაცი ლაპარაკობს,[1] რომელთა უმრავლესობა ჩეჩნეთში, ჩრდილო კავკასია (ამჟ. რუსეთის ფედერაციის ნაწილი) სახლობს.
კლასიფიკაცია
ლინგვისტურად ჩეჩნური ენა იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახის ნახურ ჯგუფს მიეკუთვნება ახლომონათესავე ინგუშურ და ბაცბურ ენებთან ერთად. ინგუშურსა და ჩეჩნურს შორის შუალედური დიალექტები არსებობს.
გავრცელების არეალი
ჩეჩნურად მოსაუბრე ადამიანთა უმრავლესობა ჩრდილო კავკასიაში - ჩეჩნეთსა და ინგუშეთში, ნაწილობრივ დაღესტანში, საქართველოში - პანკისის ხეობაში და ახლო-აღმოსავლეთის ქვეყნებში (ჩეჩენთა დიასპორა), განსაკუთრებით კი იორდანიაში ცხოვრობს.
ოფიციალური სტატუსი
ჩეჩნური ენა ჩეჩნეთის (ავტ. რესპუბლიკა რუსეთის ფედერაციაში) ოფიციალური ენაა.
დიალექტები
ჩეჩნურის დიალექტებია:
- ბარის დიალექტი
- გალაჲნ-ჭაჟური (ა̈ჴჴური, ქისტური, მა̈ლხური, ნაშხური, ორსტხური, ტერლური)
- ითონ-ჴალლური
- ჭებერლოური
- ოუხური
- შაროული
ბგერითი შედგენილობა
ჩეჩნურს აქვს ხმოვანთა და თანხმოვანთა რთული სისტემა. ხმოვანთა სისტემაში, გარდა ხუთი მარტივი ხმოვნისა, მოიპოვება გრძელი, უმლაუტიზებული, უმლაუტიზებულ-გრძელი და ვიწრო ხმოვნები. თანხმოვანთა სისტემით ჩეჩნური ახლოს დგას ქართულთან. ჩეჩნურს, ქართულისგან განსხვავებით აქვს სამი სპეციფიკური თანხმოვანი: ფარინგალური მჟღერი ჵ, ფარინგალური ყრუ ჰ' და ლარინგალური აბრუპტივი ' (იგივეა, რაც მეგრული ' სიტყვაში 'უდე „სახლი“)
მორფოლოგიური მიმოხილვა
ჩეჩნურში არსებობს ხუთი გრამატიკული კლასი: 1) მამაკაცის (ნიშანია ვ-), 2) ქალის (ნიშანია ჲ-), 3) ნივთის (ნიშანია დ-), 4) აბსტრაქტულ ცნებათა (ნიშანია ჲ-) და 5) ცხოველთა (ნიშანია ბ-), თუმცა გრამატიკულ კლასთა სისტემისადმი ცნებათა კუთვნილების პრინციპები ჯერ არაა დადგენილი. ძირითადი ბრუნვებია: სახელობითი, მოთხრობითი, ნათესაობითი, მიცემითი, გამსჭვალვითი, მოქმედებითი:
სახ. სთაგ „კაცი“ მოთხ. სთაგა „კაცმა“ ნათეს. სთაგან „კაცის“ მიც. სთაგანა „კაცს“ გამსჭ. სთაგახ „კაცში“ მოქმ. სთაგაცა „კაცით, კაცთან“
ჩეჩნურს აქვს აგრეთვე თხუთმეტამდე ლოკატიური (ადგილობითი) ბრუნვა.
ჩეჩნური ზმნა იუღლვის კლასთა მიხედვით. გარდამავალ ზმნაში აღინიშნება ობიექტის კლასი: სან ვოშას ზუდა ჲიგირა „ჩემმა ძმამ ცოლი მოიყვანა“, გარდაუვალში - სუბიექტისა: სუო წა ვე'ანა „მე (მამაკაცი) სახლში მოვედი“. ზმნას აქვს რთული დრო-კილოთა სისტემა - როგორც სინთეზური ('ოოხუ „ხნავს“) ისე ანალიზური ('ოოხუშ ვუ „ხნავს, ხვნის პროცესშია“) ფორმები.
ბრუნვები
ბრუნვა | მხოლობითი | IPA | მრავლობითი | IPA |
---|---|---|---|---|
Nominativ | бедар | /bʲɛdər/ | бедарш | /bʲɛdərʃ/ |
Genitiv | бедаран | /bʲɛdarən/ | бедарийн | /bʲɛdariːn/ |
Ergativ | бедаро | /bʲɛdaruo/ | бедарша | /bʲɛdarʃə/ |
Dativ | бедарна | /bʲɛdarnə/ | бедаршна | /bʲɛdarʃnə/ |
Instrumental | бедарца | /bʲɛdərtsʰ/ | бедаршца | /bʲɛdarʃtsʰə/ |
Materialis | бедарах | /bʲɛdarəx/ | бедаршех | /bʲɛdarʃɛx/ |
Komparativ | бедарал | /bʲɛdarəl/ | бедарел | /bʲɛdarɛl/ |
Allativ | бедаре | /bʲɛdarie/ | бедаршка | /bʲɛdarʃkʰə/ |
Ablativ II | бедарехьара | /bʲɛdarieʜarə/ | бедаршкара | /bʲɛdarʃkʰarə/ |
Allativ II | бедарехьа | /bʲɛdarieʜə/ | бедаршкахьа | /bʲɛdarʃkʰaʜə/ |
Essiv | бедарехь | /bʲɛdarieʜ/ | бедаршкахь | /bʲɛdarʃkʰəʜ/ |
Komparativ II | бедаралла | /bʲɛdaralːə/ | бедарелла | /bʲɛdarʲɛlːə/ |
Translativ | бедарехула | /bʲɛdariexulə/ | бедаршкахула | /bʲɛdarʃkʰaxulə/ |
ლექსიკა
ჩეჩნურს მდიდარი საკუთარი ლექსიკური ფონდი აქვს. გვხვდება ნასესხები სიტყვები ქართულიდან, ოსურიდან, არაბულ-სპარსულიდან, თურქულიდან, დაღესტნური ენებიდან და რუსულიდან
ისტორია
თანამედროვე ჩეჩნური სალიტერატურო ენა შეიქმნა 1917-ის ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ. ჩეჩნური ანბანი ლათინურ გრაფიკაზე შექმნა ხალიდ ოშაევმა 1925 წელს. მანამდე გამოიყენებოდა არაბული გრაფიკა - ე.წ. „აჯამური დამწერლობა“, რომელიც შეიხ შამილის დავალებით შეიმუშავა დაღესტნელმა მოლამ დიბირ-ყადი ხუნძახელმა. 1938 წლიდან ჩეჩნური გრაფიკა შეიცვალა - ახალი ანბანი კირილიცაზე დაყრდნობით შეიმუშავეს (რუსულ ანბანს ემატებოდა ასოთშეერთებები და ლათინური ერთიანი). 1992 წელს, ჩეჩნეთის რესპუბლიკა-იჩქერიის გამოცხადების შემდეგ, დამწერლობა გადაიყვანეს ისევ ლათინურ გრაფიკაზე, რომელსაც დღესაც იყენებენ კირილიცის პარალელურად
დამწერლობა
კირილიცა | სახელი | ლათინურის ეკვივალენტი | სახელი | იპა |
---|---|---|---|---|
А а | а | A a | a | /ə/, /ɑː/ |
Аь аь | аь | Ä ä | ä | /æ/, /æː/ |
Б б | бэ | B b | be | /b/ |
В в | вэ | V v | ve | /v/ |
Г г | гэ | G g | ge | /ɡ/ |
ГI гI | гIа | Ġ ġ | ġa | /ɣ/ |
Д д | дэ | D d | de | /d/ |
Е е | е | E e | e | /e/, /ɛː/, /je/, /ie/ |
Ё ё | ё | yo | /jo/ etc. | |
Ж ж | жэ | Ƶ ƶ | ƶe | /ʒ/, /dʒ/ |
З з | зэ | Z z | ze | /z/, /dz/ |
И и | и | I i | i | /ɪ/ |
Й й (я, ю, е) |
доца и | Y y | doca i | /j/ |
К к | к | K k | ka | /k/ |
Кх кх | кх | Q q | qa | /q/ |
Къ къ | къа | Q̇ q̇ | q̇a | /q’/ |
КI кI | кIа | Kk | kha | /k’/ |
Л л | лэ | L l | el | /l/ |
М м | мэ | M m | em | /m/ |
Н н | нэ | N n | en | /n/ |
О о | о | O o | o | /o/, /ɔː/, /wo/, /uo/ |
Оь оь | оь | Ö ö | ö | /ɥø/, /yø/ |
П п | пэ | P p | pe | /p/ |
Пп пп | Pp pp | /pː/ | ||
ПI пI | пIа | Ṗṗ | pha | /p’/ |
Р р | рэ | R r | er | /r/ |
С с | сэ | S s | es | /s/ |
Т т | тэ | T t | te | /t/ |
ТI тI | тIа | Ṫṫ | tha | /t’/ |
У у | у | U u | u | /uʊ/ |
Уь уь | уь | Ü ü | ü | /y/ |
Ф ф | фэ | F f | ef | /f/ |
Х х | хэ | X x | xa | /x/ |
Хь хь | хьа | Ẋ ẋ | ẋa | /ʜ/ |
ХI хI | хIа | H h | ha | /h/ |
Ц ц | цэ | C c | ce | /ts/ |
ЦI цI | цIа | Ċ ċ | ċe | /ts’/ |
Ч ч | чэ | Ç ç | çe | /tʃ/ |
ЧI чI | чIа | Ç̇ ç̇ | ç̇e | /tʃ’/ |
Ш ш | шэ | Ş ş | şa | /ʃ/ |
Щ щ | щэ | |||
(Ъ) ъ | чIогIа хьаьрк | Ə ə | ç̇oġa ẋärk | /ʔ/ |
(Ы) ы | ы | |||
(Ь) ь | кIеда хьаьрк | |||
Э э | э | E e | e | /e/ etc. |
Ю ю | ю | yu | /ju/ etc. | |
Юь юь | юь | yü | /jy/ etc. | |
Я я | я | ya | /ja/ etc. | |
Яь яь | яь | yä | /jæ/ etc. | |
I I | Iа | J j | ja | /ʡ/, /ˤ/ |
ლიტერატურა
- ლ. სანიკიძე, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1987. — გვ. 90-91.
რესურსები ინტერნეტში
- ჩეჩნურ სიტყვათა კრებული Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- კავკასიის ადგილობრივი ენები (ჩეჩნური), ჩეჩნური ენის გრამატიკა
- ჩეჩნური ენის კირილიცითა და ლათინური ანბანით დამწერლობის ნიმუშები
სქოლიო
- ↑ 1.0 1.1 Информационные материалы об окончательных итогах Всероссийской переписи населения 2010 года. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-10-06. ციტირების თარიღი: 2019-12-31.
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted