სამურის ქედი
სამურის ქედი (რუს. Самурский хребет) — ქედი აღმოსავლეთ კავკასიონის შემადგენლობაში, დაღესტნის რესპუბლიკაში. მიეკუთვნება გვერდითი ქედის სისტემას. წარმოადგენს მდინარეების სამურისა და გიულგერიჩაის წყალგამყოფს. გადაჭიმულია დიულთიდაღის ქედიდან აღმოსავლეთ-სამხრეთ-აღმოსავლეთით მდინარე სამურის მარცხენა ნაპირის გასწვრივ 115 კმ-ზე. უმაღლესი მწვერვალის სიმაღლეა 3849 მ (ალახუნდაღი).
სამურის ქედი | |
---|---|
ესკიზის შექმნის შეცდომა: სამურის ქედი | |
კოორდინატები: თარგი:Nobr | |
ქვეყანა | ![]() |
უმაღლესი წერტილი | ალახუნდაღი |
სიმაღლე | 3849 მ |
სიგრძე | 115 კმ |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
სამურის ქედი უმეტესად აგებულია თიხაფიქლებით. გეოლოგიურ აგებულებაში მონაწილეობენ აგრეთვე შავი თიხოვანი ფიქლები, რომლებიც ზოგან ამონთხეულია მყარი კირქვების სახით.
განვითარებულია ზომიერად კონტინენტური კლიმატი. იცის რბილი ზამთარი, ნალექები ცოტაა. თხემი თითქმის გაშიშვლებულია, ქვემოთ და აღმოსავლეთით გაბატონებულია ალპური და სუბალპური მდელოები და მდელოსტეპი, აღმოსავლეთ ნაწილში ფართოფოთლოვანი ტყის უბნებია.
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1985. — გვ. 37.