მასკარპონე
მასკარპონე (იტალ. mascarpone) — იტალიური ნაღების ყველი, შედედებული ლიმონმჟავასთან ან ძმრის მჟავასთან[1][2]. წარმოიშვა იტალიაში, ლომბარდიის რეგიონში. ითვლება, რომ პირველად მისი დამზადება XVI საუკუნის ბოლოს — XVII ასწლეულის დასაწყისში მილანისგან სამხრეთ-დასავლეთით, ქალაქ ლოდისა და აბიატეგასოს შორის მდებარე მიდამოებში დაიწყეს. ხშირად გამოიყენება ჩიზქეიქებისა და სხვა დესერტების მოსამზადებლად, ის თანამედროვე ტირამისუს მომზადების მთავარი ინგრედიენტია. ხანდახან მას კარაქის ან ყველი პარმეზანის ნაცვლად იყენებენ, რათა გაასქელონ და გაამდიდრონ რიზოტო.
მასკარპონე mascarpone | |
---|---|
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted მასკარპონესგან დამზადებული დესერტი ტირამისუ | |
წარმოშობის ქვეყანა | იტალია |
ქალაქი, რეგიონი | ლომბარდია და სხვა |
რძე | კამეჩის (ნაღები) ან ძროხის |
ტექსტურა | კრემისმაგვარი |
მასკარპონეს დამზადებისას 25% ცხიმის შემცველობის ნაღებს აცხელებენ 75-90°C-მდე და მორევის დროს ამატებენ ღვინის მჟავას (ტრადიციული წესი), ლიმონმჟავას ან თეთრ ღვინის ძმარს, რათა რძის ცილების კოაგულაცია (შედედება) გამოიწვიოს. ხანმოკლე გაცხელების შემდეგ კოაგულაციის დასამთავრებლად პროდუქტს აცივებენ და რძის შრატის მოსაშორებლად გრილ ადგილას ჩამოკიდულ ნაჭრის ტომრებში თვითდაწნეხას უქვემდებარებენ. შედედებისთვის რძისმჟავის ბაქტერიების და ფერმენტების არ გამოყენების გამო, მისთვის სახელ „ყველი“-ს დარქმევა შეიძლება დიდ წილად ძალიან პირობითად ჩაითვალოს.
მშრალ ნარჩენში მასკარპონე დაახლოებით 75% ცხიმს შეიცავს, აქვს კრემისმაგვარი კონსისტენცია და ამიტომ იდეალურია დესერტებში გამოყენებისთვის.
მასკარპონე აღიარებულია, როგორც (Prodotto agroalimentare tradizionale) ტრადიციული რეგიონალური საკვები პროდუქტი[3].
ეტიმოლოგია
მიჩნეულია, რომ ყველის სახელი წამოვიდა სიტყვიდან mascarpa სტრაჩინო-ს შრატისგან დამზადებულ რძის პროდუქტისგან, ან სიტყვა mascarpia-სგან, რიკოტას ადგილობრივი დიალექტური დასახელებისგან.
გალერეა
-
შეღებილი მსხლები მასკარპონეთი
-
ვანილის ჭიქის ნამცხვრები ლინმნით, თეთრი შოკოლადით და ზემოდან მოყრილი გაყინული მასკარპონეთი
-
მარწყვის მუსი მასკარპონეთი
-
ყავის მარცვლებ მოყრილი მასკარპონეს კრემი
რესურსები ინტერნეტში
- მასკარპონე ვებ-გვერდ cheese.com-ზე(ინგლისური)
- ყველ მასკარპონეს მომზადების ტექნოლოგიები Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted(ინგლისური)
სქოლიო
- ↑ Mascarpone Artigianale Italian. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 აპრილი 2012. ციტირების თარიღი: 22 September 2011.
- ↑ Turismo Provincia di Lodi. (2004)Mascarpone Italian. ციტირების თარიღი: 22 September 2011.
- ↑ Regione Lombardia. Elenco dei prodotti agroalimentari tradizionali della Regione Lombardia – Quinta revisione Italian. ციტირების თარიღი: 22 September 2011.
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted