ფიდიუაგ

20:11, 1 იანვარი 2018-ის ვერსია, imported>Zangala
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted ფიდიუაგ („მაცნე“) — ყოველთვიური საზოგადოებრივ-პოლიტიკური და ლიტერატურულ-მხატვრული ჟურნალი. საქართველოს მწერალთა კავშირის სამხრეთ ოსეთის განყოფილების ორგანო, გამოდიოდა ცხინვალში ოსურ ენაზე. დაარსდა 1927 წელს. სხვადასხვა დროს რედაქტორებად მუშაობდნენ: ა. ფლითი (1924–1928), ს. პულათი (1929–1932), ჰ. ჯათიათი (1933), ჩ. ბეჯიტათი (1934–1936); ს. სანაკოევი (1938), რ. ოიევი (1934–19..), ი ფლითი (1950–1954), პ. გაგლოითი (1955), გ. ჯათიათი (1973); 1974 წლიდან რედაქტორი იყო ვლადიმერ გაგლოითი. ჟურნალში იბეჭდებოდა ოსი მწერლების ნაწარმოებები, აგრეთვე თარგმანები ქართულ, რუსულ და სხვა ენებიდან, პუბლიცისტური წერილები და სხვა. ტირაჟი 14 ათასი (1985).

ლიტერატურა

მოძიებულია „https://wiki.ge/w/index.php?title=ფიდიუაგ&oldid=192346“-დან