ალბერტო ტარანტინი

07:49, 15 ივლისი 2024-ის ვერსია, imported>InternetArchiveBot (დაარქივდა 1 წყარო და 0 წყარო მოინიშნა მკვდრად.) #IABot (v2.0.9.5)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permittedLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permittedLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

ტარანტინი და ფილოლი ფინალის შემდეგ. რიკარდო ალფიერის ფოტო, 1978

ალბერტო სესარ ტარანტინი (ესპ. Alberto César Tarantini; დ. 3 დეკემბერი, 1955, ესეისა,[1] არგენტინა) — არგენტინელი ფეხბურთელი, მცველი. 1978 წლის მსოფლიო ჩემპიონი არგენტინის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში.[2][3][4]

1982 წლის ესპანეთის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე.

კარიერა

საკლუბო კარიერა

ტარანტინი თავის პირველ — 1973 წლის საფეხბურთო სეზონს არგენტინის პრიმერა დივიზიონის მონაწილე „ბოკა ხუნიორსში“[5] ატარებს, რომლის შემადგენლობაში პირველად 1973 წლის 8 ივლისს მეტროპოლიტანოს ტურნირის საშინაო მატჩში „როსარიო სენტრალის“ წინააღმდეგ თამაშობს. შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით მთავრდება (2–0).[6] საერთო ჯამში 1973 წელს არგენტინის ჩემპიონატის 25 კალენდარული მატჩის გარდა (აქედან 13 შეხვედრა მეტროპოლიტანოს და 12 — ნასიონალის ტურნირის ფარგლებში), კიდევ 10 ამხანაგურ შეხვედრაში იღებს მონაწილეობას, რომელთა შორის აღსანიშნავია ესპანეთის საერთაშორისო საფეხბურთო ამხანაგური ტურნირი — ე. წ. „მზიური სანაპიროს თასი“ (ესპ. Trofeo Costa del Sol),[7] რომელიც ანდალუსიაში, ესპანეთის ხმელთაშუაზღვისპირეთის სამხრეთ საკურორტო რეგიონის საპორტო ქალაქ მალაგაში 1961 წლიდან ეწყობა.

პირველი ნახევარფინალური მატჩი 10 აგვისტოს ადგილობრივ „მალაგასთან“ იმართება და მასპინძელთა გამარჯვებით სრულდება (4–2).[8] 12 აგვისტოს, მესამე ადგილისთვის შეხვედრაში „ბოკა“ „ესპანიოლს“ უპირისპირდება, რომელიც თავის მხრივ „ცრვენა ზვეზდასთან“ თმობს ნახევარფინალს. შეხვედრა, რომელიც პირველზე უხვგოლიანი და სანახაობრივი გამოდგა — „ბოკას“ გამარჯვებით სრულდება (4–3).[9]

1973 წლის სეზონში „ბოკა“ არგენტინის პრიმერის მეტროპოლიტანოს ჩემპიონატის 13 მატჩიდან სამ შეხვედრას თმობს, ხოლო ნასიონალის ჩემპიონატის 12 შეხვედრიდან — ხუთს. ამრიგად, საერთო ჯამში ეროვნულ ჩემპიონატში მეორე ადგილს იკავებს.

1974 წლის მეტროპოლიტანოს დასაწყისის პირველ ორ შეხვედრაში „ბოკა“ არგენტინული ფეხბურთის ორი გრანდის — „რივერ პლეიტის“ და „ესტუდიანტესის“ ზედიზედ დამარცხებას ახერხებს. 3 თებერვალს სეზონის პირველი ტურის მატჩში იგი „რივერს“ უპირისპირდება და შეხვედრას შთამბეჭდავი ანგარიშით იგებს (5–2). მომდევნო ტურში კი „ესტუდიანტესთან“ იმარჯვებს, ამჯერად შედარებით მოკრძალებული ანგარიშით (2–0). როსარიოს „ნიუელს ოლდ ბოისთან“ მესამე ტურის გასვლით მატჩში მიღწეული ფრის (2–2) და მეოთხე ტურში ვილა-კრესპოს „ჩაკარიტასთან“ მოგებული საშინაო შეხვედრის შემდეგ ტარანტინის გუნდი არგენტინის პრიმერის მესამე გრანდს — აველიანედას „ინდეპენდიენტეს“ უგებს გასვლით თამაშს — (1–0).

ამრიგად, 1974 წელს ქვეყნის პირველობის 40 კალენდარული მატჩის გარდა (აქედან 16 შეხვედრა მეტროპოლიტანოს და 24 — ნასიონალის ფარგლებში), კიდევ 20 ამხანაგურ შეხვედრაში იღებს მონაწილეობას. მესამე ადგილი, რომელსაც გუნდი ამჯერად ჩემპიონატში იკავებს, მომავალი წარმატებების ერთგვარი „პრელუდიაა“ — ნასიონალის და მეტროპოლიტანოს ჩემპიონობას გუნდს მხოლოდ ერთი სეზონი აშორებს.

ტარანტინი „ბოკაში“ 1977 წლის ჩათვლით თამაშობს. მის რიგებში 1976 წელს ნასიონალის და მეტროპოლიტანოს გამარჯვებული, ხოლო 1977 წელს — ლიბერტადორესის თასის მფლობელი ხდება.

1978–1979 წლის სეზონს ინგლისის „ბირმინჰემ სიტიში“ აგრძელებს.[10] შემდეგ, სამშობლოში ბრუნდება და „ტალერესს“ უერთდება.[11] მათთან ერთად ჩემპიონატის 13 მატჩში იღებს მონაწილეობას. 1980–1983 წლებში არგენტინის ერთ-ერთი ყველაზე უფრო ძლიერი და პოპულარული გუნდის — ბუენოს-აირესის „რივერ პლეიტის“[12] ღირსებას იცავს, რომლის შემადგენლობაში 1980 წელს მეტროპოლიტანოს, ხოლო 1981 წელს ნასიონალის გამარჯვებული ხდება. 1983–1984 წლებში საფრანგეთის „ბასტიაში“ აგრძელებს კარიერას.[13] ამ გუნდის მაისურით, საფრანგეთის საფეხბურთო ჩემპიონატის 29 შეხვედრაში იღებს მონაწილეობას (ერთი გოლი). 1984–1988 წლებში მეორე ფრანგული კლუბის — „ტულუზას“ ღირსებას იცავს[14] (130 მატჩი და 8 გოლი). საფეხბურთო კარიერას 1989 წელს — შვეიცარიის „სანქტ-გალენში“ ასრულებს.[15]

სტატისტიკა

სეზონი გუნდი მატ. ადგ.
1973 „ბოკა ხუნიორსი“ 25 2
1974 „ბოკა ხუნიორსი“ 42 3
1975 „ბოკა ხუნიორსი“ 48 3
1976 „ბოკა ხუნიორსი“ 33 1
1977 „ბოკა ხუნიორსი“ 19 4
1978 „ბოკა ხუნიორსი“ 28 2
1978/79 „ბირმინჰემ სიტი“ 23 21
1979 „ტალერესი“ 13 6
1980 „რივერ პლეიტი“ 1
1981 „რივერ პლეიტი“ 1
1982 „რივერ პლეიტი“ 10
1983 „რივერ პლეიტი“ 18
1983/84 „ბასტია“ 29 10
1984/85 „ტულუზა“ 30 11
1985/86 „ტულუზა“ 33 4
1986/87 „ტულუზა“ 36 3
1987/88 „ტულუზა“ 31 13
1988/89 „სანქტ-გალენი“ 11

სანაკრებო კარიერა

1974–1982 წლებში არგენტინის ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავს,[16][17] რომლის შემადგენლობაში 61 შეხვედრას ატარებს და 1 ბურთი გააქვს.[18]

1975 წელს არგენტინის ახალგაზრდული (23 წლამდე) ნაკრების რიგებში, ხორხე ვალდანოს, ამერიკო გალიეგოსა და სხვებთან ერთად ტარანტინი ტულონის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული ხდება,[19][20] სადაც არგენტინა ჯერ უნგრეთის, შემდეგ მექსიკის და ბოლოს, ფინალში — საფრანგეთის ახალგაზრდულ ნაკრებს ამარცხებს (1–0). გამარჯვების მომტანი ერთადერთი გოლი მომავალ 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონს — ხორხე ვალდანოს გააქვს. საყურადღებოა რომ ამ გუნდსაც, ისევე როგორც 1978 წლის მუნდიალის ტრიუმფატორ არგენტინის ეროვნულ ნაკრებს — სესარ ლუის მენოტი[21][22] უდგას სათავეში.

ეროვნული ნაკრების რიგებში მინდორზე პირველად რუმინეთის ნაკრებთან 1974 წლის 22 აპრილს, ბუენოს-აირესში გამართულ საერთაშორისო ამხანაგური მატჩის დროს გამოდის. ნაკრებში მისი სადებიუტო შეხვედრა არგენტინელთა გამარჯვებით (2–1) სრულდება. მომდევნო 1975 წელს მას ნაკრების შემადგენლობაში აღარ იძახებენ. ამ წელს იგი „ბოკა ხუნიორსის“ რიგებში არგენტინის ჩემპიონატის 48 შეხვედრას თამაშობს და გუნდთან ერთად მესამე ადგილს იკავებს.

1976 წლიდან კვლავ იწვევენ ეროვნულ გუნდში. მისი მონაწილეობით გამართული 12 საერთაშორისო შეხვედრიდან 1976 წელს არგენტინის ნაკრები ორ შეხვედრას მართავს პარაგვაის ეროვნულ ნაკრებთან ატლანტიკის თასის[23][24] გათამაშების ფარგლებში — 25 თებერვალს ასუნსიონში და 28 აპრილს ბუენოს-აირესში. პირველი მატჩი არგენტინელთა გამარჯვებით (3–2),[25] ხოლო მეორე შეხვედრა ფრედ (2–2) მთავრდება.[26] ორჯერ ხვდება (ასევე ატლანტიკის თასზე) ბრაზილიის ეროვნულ გუნდსაცბუენოს-აირესში 27 თებერვალს და რიო-დე-ჟანეიროში 19 მაისს. ორივე მატჩს ბრაზილიელები იგებენ — 2–1[27][28] და 2–0.[29][30]

ასევე, ორ ამხანაგურ საერთაშორისო შეხვედრას მართავს საბჭოთა ნაკრებთან — 20 მარტს კიევში (1–0 სტუმართა სასარგებლოდ)[31] და 28 ნოემბერს ბუენოს-აირესში (0–0).[32] ორჯერ ხვდება პერუს ეროვნულ ნაკრებს რამონ კასტილიას თასზე — 28 ოქტომბერს ლიმაში და 10 ნოემბერს ბუენოს-აირესში. ორივე მატჩს არგენტინელები იგებენ — 3–1 და 1–0.[33] ამას გარდა, თითოჯერ ხვდება პოლონეთის,[34] უნგრეთის, ურუგვაის და ჩილეს (კარლოს დიტბორნის თასზე)[35] ეროვნულ გუნდებს. საყურადღებოა, რომ იგი ყველა ამ შეხვედრას შეუცვლელად თამაშობს. ტარანტინი ეროვნული ნაკრების ძირითად შემადგენლობაში ადგილს გუნდის ერთ-ერთი ლიდერის და ყოფილი კაპიტნის — ხორხე ომარ კარასკოსას[36] წასვლის შემდეგ იმკვიდრებს.

მიუხედავად იმისა, რომ 1978 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე იგი ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს შორის ყველაზე ახალგაზრდაა, მენოტი მას ყველა შეხვედრის ძირითადში აყენებს, სადაც ასევე შეუცვლელად თამაშობს ჩემპიონატის შვიდივე მატჩს. სწორედ ამ მუნდიალზე, პერუს წინააღმდეგ გამართულ ფინალის წინა, გადამწყვეტ მატჩში გააქვს მას თავისი ერთადერთი სანაკრებო გოლი.

თავის ბოლო შეხვედრას „ალბისელესტეს“ რიგებში ესპანეთის 1982 წლის მუნდიალზე მეორე რაუნდის C ჯგუფში — ბრაზილიელთა წინააღმდეგ მართავს. ეს დრამატული შეხვედრა, რომელსაც ფეხბურთის ბევრი სპეციალისტი მსოფლიო თასზე გამართულ მატჩებს შორის ერთ-ერთ საუკეთესოდ მიიჩნევს — ბრაზილიელთა გამარჯვებით (3–1) სრულდება.

სტატისტიკა

არგენტინის ნაკრები
წელიმატჩიგოლი
1974 1 0
1975 0 0
1976 12 0
1977 9 0
1978 11 1
1979 4 0
1980 9 0
1981 4 0
1982 10 0
ჯამში 60 1

სანაკრებო მატჩები

კარლოს დიტბორნის თასი
რამონ კასტილიას თასი
ფელიქს ბოგადოს თასი
თარიღი შეხვედრის ადგილი მოწინააღმდეგე ანგ. შეჯიბრება წყარო
1 22 აპრილი 1974 „ესტადიო ხოსე ამალფიტანი“, ბუენოს-აირესი   რუმინეთი 2–1 ამხანაგური [37][38]
2 25 თებერვალი 1976 „ესტადიო დეფენსორეს დელ ჩაკო“, ასუნსიონი   პარაგვაი 3–2 ატლანტ. 1976 [39][40]
3 27 თებერვალი 1976 „ესტადიო მონუმენტალი“, ბუენოს-აირესი   ბრაზილია 1–2 ატლანტ. 1976 [41][42]
4 20 მარტი 1976 „ცენტრალური სტადიონი“, კიევი   სსრკ 1–0 ამხანაგური
5 24 მარტი 1976 „სტადიონ შლონსკი“, ხოჟუვი, პოლონეთი   პოლონეთი 2–1 ამხანაგური
6 27 მარტი 1976 „ნეპშტადიონი“, ბუდაპეშტი   უნგრეთი 0–2 ამხანაგური
7 28 აპრილი 1976 „ესტადიო ხოსე ამალფიტანი“, ბუენოს-აირესი   პარაგვაი 2–2 ატლანტ. 1976
8 19 მაისი 1976 „მარაკანა“, რიო-დე-ჟანეირო   ბრაზილია 0–2 ატლანტ. 1976
9 9 ივნისი 1976 „ესტადიო სენტენარიო“, მონტევიდეო   ურუგვაი 3–0 ატლანტ. 1976
10 13 ოქტომბერი 1976 „ესტადიო მონუმენტალი“, ბუენოს-აირესი   ჩილე 2–0 დიტბორნის თასი [43]
11 28 ოქტომბერი 1976 „ესტადიო ნასიონალი“, ლიმა   პერუ 3–1 კასტილიას თასი
12 10 ნოემბერი 1976 „ესტადიო ხოსე ამალფიტანი“, ბუენოს-აირესი   პერუ 1–0 კასტილიას თასი
13 28 ნოემბერი 1976 „ესტადიო მონუმენტალი“, ბუენოს-აირესი   სსრკ 0–0 ამხანაგური [44]
14 27 თებერვალი 1977 „ესტადიო მონუმენტალი“, ბუენოს-აირესი   უნგრეთი 5–1 ამხანაგური [45]
15 22 მარტი 1977 „სანტიაგო ბერნაბეუ“, მადრიდი   ირანი 1–1 ამხანაგური [46]
16 5 ივნისი 1977 „ესტადიო მონუმენტალი“, ბუენოს-აირესი   დას. გერმანია 1–3 ამხანაგური
17 12 ივნისი 1977 „ესტადიო მონუმენტალი“, ბუენოს-აირესი   ინგლისი 1–1 ამხანაგური
18 18 ივნისი 1977 „ესტადიო მონუმენტალი“, ბუენოს-აირესი   შოტლანდია 1–1 ამხანაგური
19 26 ივნისი 1977 „ესტადიო მონუმენტალი“, ბუენოს-აირესი   საფრანგეთი 0–0 ამხანაგური
20 3 ივლისი 1977 „ესტადიო მონუმენტალი“, ბუენოს-აირესი   იუგოსლავია 1–0 ამხანაგური
21 12 ივლისი 1977 „ესტადიო მონუმენტალი“, ბუენოს-აირესი   გდრ 2–0 ამხანაგური
22 31 აგვისტო 1977 „ესტადიო დეფენსორეს დელ ჩაკო“, ასუნსიონი   პარაგვაი 0–2 ბოგადოს თასი [47]
23 29 მარტი 1978 „ესტადიო მონუმენტალი“, ბუენოს-აირესი   ბულგარეთი 3–1 ამხანაგური
24 5 აპრილი 1978 „ესტადიო მონუმენტალი“, ბუენოს-აირესი   რუმინეთი 2–0 ამხანაგური
25 19 აპრილი 1978 „ესტადიო მონუმენტალი“, ბუენოს-აირესი   ირლანდია 3–1 ამხანაგური
26 3 მაისი 1978 „ესტადიო მონუმენტალი“, ბუენოს-აირესი   ურუგვაი 3–0 ამხანაგური
27 2 ივნისი 1978 „ესტადიო მონუმენტალი“, ბუენოს-აირესი   უნგრეთი 2–1 მსოფ. 1978
28 6 ივნისი 1978 „ესტადიო მონუმენტალი“, ბუენოს-აირესი   საფრანგეთი 2–1 მსოფ. 1978
29 10 ივნისი 1978 „ესტადიო მონუმენტალი“, ბუენოს-აირესი   იტალია 0–1 მსოფ. 1978
30 14 ივნისი 1978 „ესტადიო ხიგანტე დე აროიიტო“, როსარიო   პოლონეთი 2–0 მსოფ. 1978
31 18 ივნისი 1978 „ესტადიო ხიგანტე დე აროიიტო“, როსარიო   ბრაზილია 0–0 მსოფ. 1978
32 21 ივნისი 1978 „ესტადიო ხიგანტე დე აროიიტო“, როსარიო   პერუ 6–0 მსოფ. 1978
33 25 ივნისი 1978 „ესტადიო მონუმენტალი“, ბუენოს-აირესი   ნიდერლანდები 3–1 მსოფ. 1978
34 22 მაისი 1979 „სტად დე სუისი“, ბერნი   ნიდერლანდები 0–0 ამხანაგური [48]
35 26 მაისი 1979 „სტადიო ოლიმპიკო“, რომი   იტალია 2–2 ამხანაგური [49]
36 29 მაისი 1979 „ლენსდაუნ როუდი“, დუბლინი   ირლანდია 0–0 ამხანაგური [50][51]
37 2 ივნისი 1979 „ჰემპდენ პარკი“, გლაზგო   შოტლანდია 3–1 ამხანაგური [52][53]
38 25 ივნისი 1979 „ესტადიო მონუმენტალი“, ბუენოს-აირესი   მსოფლიო ნაკრები 1–2 ამხანაგური [54][55]
39 13 მაისი 1980 „უემბლი“, ლონდონი   ინგლისი 1–3 ამხანაგური [56]
40 16 მაისი 1980 „ლენსდაუნ როუდი“, დუბლინი   ირლანდია 1–0 ამხანაგური [57]
41 21 მაისი 1980 „პრატერსტადიონი“, ვენა   ავსტრია 5–1 ამხანაგური
42 18 სექტემბერი 1980 „ესტადიო დე მენდოსა“, მენდოსა   ჩილე 2–2 ამხანაგური
43 9 ოქტომბერი 1980 „ესტადიო მონუმენტალი“, ბუენოს-აირესი   ბულგარეთი 2–0 ამხანაგური
44 12 ოქტომბერი 1980 „ესტადიო მონუმენტალი“, ბუენოს-აირესი   პოლონეთი 2–1 ამხანაგური
45 15 ოქტომბერი 1980 „ესტადიო მონუმენტალი“, ბუენოს-აირესი   ჩეხოსლოვაკია 1–0 ამხანაგური
46 4 დეკემბერი 1980 „ესტადიო ხოსე მარია მინელა“, მარ-დელ-პლატა   სსრკ 1–1 ამხანაგური
47 16 დეკემბერი 1980 „ესტადიო კორდოვა“, კორდოვა   შვეიცარია 5–0 ამხანაგური
48 1 იანვარი 1981 „ესტადიო სენტენარიო“, მონტევიდეო   დას. გერმანია 2–1 ამხანაგური [58][59]
49 4 იანვარი 1981 „ესტადიო სენტენარიო“, მონტევიდეო   ბრაზილია 1–1 ამხანაგური [60]
50 28 ოქტომბერი 1981 „ესტადიო მონუმენტალი“, ბუენოს-აირესი   პოლონეთი 1–2 ამხანაგური
51 11 ნოემბერი 1981 „ესტადიო მონუმენტალი“, ბუენოს-აირესი   ჩეხოსლოვაკია 1–1 ამხანაგური
52 9 მარტი 1982 „ესტადიო ხოსე მარია მინელა“, მარ-დელ-პლატა   ჩეხოსლოვაკია 0–0 ამხანაგური
53 24 მარტი 1982 „ესტადიო მონუმენტალი“, ბუენოს-აირესი   დას. გერმანია 1–1 ამხანაგური
54 14 აპრილი 1982 „ესტადიო მონუმენტალი“, ბუენოს-აირესი   სსრკ 1–1 ამხანაგური
55 5 მაისი 1982 „ესტადიო მონუმენტალი“, ბუენოს-აირესი   ბულგარეთი 2–1 ამხანაგური
56 12 მაისი 1982 „ესტადიო ხიგანტე დე აროიიტო“, როსარიო   რუმინეთი 1–0 ამხანაგური
57 13 ივნისი 1982 „კამპ ნოუ“, ბარსელონა   ბელგია 0–1 მსოფ. 1982
58 18 ივნისი 1982 „ესტადიო ხოსე რიკო პერესი“, ალიკანტე   უნგრეთი 4–1 მსოფ. 1982
59 23 ივნისი 1982 „ესტადიო ხოსე რიკო პერესი“, ალიკანტე   სალვადორი 2–0 მსოფ. 1982
60 29 ივნისი 1982 „ესტადიო დე სარია“, ბარსელონა   იტალია 1–2 მსოფ. 1982
61 2 ივლისი 1982 „ესტადიო დე სარია“, ბარსელონა   ბრაზილია 1–3 მსოფ. 1982

მსოფლიო ჩემპიონატებზე

ტარანტინიმ მსოფლიო ჩემპიონატების 12 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ერთი გოლი გაიტანა. ქვემოთ მოყვანილია როგორც არგენტინის, ასევე, ესპანეთის მსოფლიო ჩემპიონატების მატჩები ალბერტო ტარანტინის მონაწილეობით.[61][62][63]

ჩემპ. მასპინძელი პოზიცია შედეგი
1978   არგენტინა   20 მცველი 7 1 5 1 1
ჩემპიონი
1982   ესპანეთი   18 მცველი 5 0 2 0 3
მეორე რაუნდი
არგენტინის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩები ალბერტო ტარანტინის მონაწილეობით
თარიღი შეხვედრის ადგილი გუნდი პირველი ანგ. გუნდი მეორე შეჯიბრება წყარო
1 02.06.1978 ესტადიო მონუმენტალი, ბუენოს-აირესი არგენტინა   2–1   უნგრეთი მსოფლიო 1978
2 06.06.1978 ესტადიო მონუმენტალი, ბუენოს-აირესი არგენტინა   2–1   საფრანგეთი მსოფლიო 1978
3 10.06.1978 ესტადიო მონუმენტალი, ბუენოს-აირესი არგენტინა   0–1   იტალია მსოფლიო 1978
4 14.06.1978 ესტადიო ხიგანტე დე აროიიტო, როსარიო არგენტინა   2–0   პოლონეთი მსოფლიო 1978
5 18.06.1978 ესტადიო ხიგანტე დე აროიიტო, როსარიო არგენტინა   0–0   ბრაზილია მსოფლიო 1978
6 21.06.1978 ესტადიო ხიგანტე დე აროიიტო, როსარიო არგენტინა   6–0   პერუ მსოფლიო 1978
7 25.06.1978 ესტადიო მონუმენტალი, ბუენოს-აირესი არგენტინა   3–1   ნიდერლანდები მსოფლიო 1978
ესპანეთის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩები ალბერტო ტარანტინის მონაწილეობით
თარიღი შეხვედრის ადგილი გუნდი პირველი ანგ. გუნდი მეორე შეჯიბრება წყარო
1 13.06.1982 კამპ ნოუ, ბარსელონა არგენტინა   0–1   ბელგია მსოფლიო 1982
2 18.06.1982 ესტადიო ხოსე რიკო პერესი, ალიკანტე არგენტინა   4–1   უნგრეთი მსოფლიო 1982
3 23.06.1982 ესტადიო ხოსე რიკო პერესი, ალიკანტე არგენტინა   2–0   სალვადორი მსოფლიო 1982
4 29.06.1982 ესტადიო დე სარია, ბარსელონა არგენტინა   1–2   იტალია მსოფლიო 1982
5 02.07.1982 ესტადიო დე სარია, ბარსელონა არგენტინა   1–3   ბრაზილია მსოფლიო 1982

მიღწევები

საკლუბო

  ბოკა ხუნიორსი
  რივერ პლეიტი

სანაკრებო

  არგენტინა

ინდივიდუალური

  • არგენტინის ყველა დროის სიმბოლური ნაკრების წევრი: 2015 [69]

ლიტერატურა

<templatestyles src="თარგი:Refbegin/styles.css" />

რესურსები ინტერნეტში

<templatestyles src="თარგი:Refbegin/styles.css" />

თემატური საიტები
AFS · 1982 · Futbolfactory.Futbolweb.Net · National Football Teams · Scribd
არგენტინის ნაკრების შემადგენლობა წლების მიხედვით
1974 · 1976 · 1977 · 1978 · 1979 · 1980 · 1981 · 1982
არგენტინის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატებზე
Argentina's World Cup squad 1978 · 1978 World Cup · 1982 World Cup · Argentina 78 · España 82 · 1978 Planet World Cup · 1982 Planet World Cup

სქოლიო

  1. Ezeiza es una ciudad del Gran Buenos Aires
  2. Alberto Tarantini: „Tener el trofeo es como tener el mundo en las manos“.
  3. Argentine Squads in the World Cups (World Cup 1978).
  4. 43 campeones del mundo. El mapa demográfico del fútbol argentino. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-02-14. ციტირების თარიღი: 2022-04-08.
  5. Sitio Web Oficial del Club Atlético Boca Juniors
  6. Boca Juniors 2–0 Rosario Central (Torneo Metropolitano 1973)
  7. Trofeo Costa del Sol – Ciudad de Málaga 1961–2017
  8. Malaga Espana 4–2 Boca Juniors (Trofeo Costa del Sol 1973)
  9. Espanyol Espana 3–4 Boca Juniors (Trofeo Costa del Sol 1973)
  10. Birmingham City FC. Official Website of the Birmingham City FC. bcfc.com.
  11. Sitio Web Oficial del Club Atlético Talleres (Córdoba)
  12. Sitio Web Oficial del Club Atlético River Plate
  13. Sporting Club de Bastia. Site officiel du SC Bastia. sc-bastia.corsica
  14. Site officiel du Toulouse Football Club. tfc.info.
  15. Official Website of the Fussballclub St. Gallen 1879. fcsg.ch.
  16. Argentina National Team Players 1964–1998
  17. Argentina — Alberto César Tarantini
  18. Alberto César Tarantini at National Football Teams
  19. Tournoi Espoirs de Toulon 1975. RSSSF
  20. L’Argentine de Luis César Menotti, pour sa première participation, s’impose face à la France.
  21. César Luis Menotti Profile (Coaching history at FIFA Tournaments)
  22. César Luis Menotti. footballdatabase.eu.
  23. Copa del Atlántico 1976. RSSSF
  24. Argentina – Record against Paraguay. worldfootball.net.
  25. Copa del Atlantico. Paraguay 2–3 Argentina (26 February 1976)
  26. Copa del Atlantico. Argentina 2–2 Paraguay (28 April 1976)
  27. Copa del Atlantico. Argentina 1–2 Brazil (27 February 1976)
  28. Argentina 1–2 Brazil (27 February 1976, Buenos Aires)
  29. Copa del Atlantico. Brazil 2–0 Argentina (19 May 1976)
  30. Brazil 2–0 Argentina (19 May 1976, Rio de Janeiro)
  31. USSR 0–1 Argentina (20 March 1976)
  32. Argentina 0–0 USSR (28 November 1976)
  33. Copa Ramón Castilla
  34. Poland 1–2 Argentina (24 March 1976)
  35. Copa Carlos Dittborn
  36. Jorge Carrascosa nadur.net.
  37. „ესტადიო ხოსე ამალფიტანი“ (ესპ. Estadio José Amalfitani). Estadio José Amalfitani velezsarsfield.com.ar
  38. Argentina 2–1 Romania (22 April 1974)
  39. „ესტადიო დეფენსორეს დელ ჩაკო“ (ესპ. Estadio Defensores del Chaco). Estadio Defensores del Chaco
  40. Paraguay 2–3 Argentina (26 February 1976)
  41. „ესტადიო მონუმენტალი“, იგივე „მონუმენტალ დე ნუნიესი“ (ესპ. Monumental de Núñez); ამჟამად — „ესტადიო მონუმენტალ ანტონიო ვესპუჩიო ლიბერტი“ (ესპ. Estadio Monumental Antonio Vespucio Liberti). Estadio Monumental
  42. Argentina 1–2 Brazil (27 February 1976)
  43. Copa Carlos Dittborn 1976
  44. La Selección Argentina (Partidos de la Selección desde el 401 hasta el 500)
  45. Argentina national Team archive (1971–1980)
  46. The 75th anniversary of Real Madrid. Argentina 1–1 Iran (22 March 1977)
  47. Copa Félix Bogado. RSSSF
  48. Argentina 0–0 Netherlands (22 May 1979)
  49. Italy v Argentina (26 May 1979)
  50. „ლენსდაუნ როუდი“. Lansdowne Road Stadium (Ballsbridge, Dublin 4, Ireland)
  51. Republic of Ireland 0–0 Argentina (29 May 1979)
  52. „ჰემპდენ პარკი“. Hampden Park, Glasgow
  53. Scotland 1–3 Argentina (02 June 1979)
  54. Argentina 1–2 Rest of the World (25 June 1979)
  55. FIFA XI 2–1 Argentina (25 June 1979)
  56. England 3–1 Argentina (13 May 1980)
  57. Republic of Ireland 0–1 Argentina (16 May 1980)
  58. „ესტადიო სენტენარიო“. Estadio Centenario
  59. Argentina 2–1 West Germany (01 January 1981)
  60. Argentina 1–1 Brazil (04 January 1981)
  61. მსოფლიო ჩემპიონატი 1978
  62. მსოფლიო ჩემპიონატი 1982
  63. Alberto Tarantini in the World Cups
  64. Historia de Boca Juniors
  65. Copa Libertadores de América 1977
  66. Campeonato Nacional 1981. Ferro Carril Oeste (BA) 0–1 River Plate
  67. 1978 FIFA World Cup Argentina ™
  68. 1978 World Cup All-Star Team
  69. La Selección de todos los tiempos. afa.com.ar

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

თარგი:1978 წლის მსოფლიო ჩემპიონატის სიმბოლური ნაკრები