საძეგურის კვირაცხოვლის ეკლესია

08:44, 17 მარტი 2018-ის ვერსია, imported>NaswKai (ახალი გვერდი: '''საძეგურის კვირაცხოვლის ეკლესია''' — არქიტექტურული ძეგლი ა...)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

საძეგურის კვირაცხოვლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ საძეგურში, მდინარე ქსნის მარჯვენა მხარეს. აგებულია გვიანი შუა საუკუნეებში.

ყორექვით ნაგები ეკლესია გეგმით სწორკუთხაა, აღმოსავლეთით, ასიმეტრიული აბსიდის ცენტრში გაჭრილია სწორკუთხა სარკმელი.

ტრაპეზის ქვასთან დევს ჯვრის ბუნის ქვა, რომელიც შებათქაშებულია. არქიტრავული შესასვლელი ჩრდილოეთიდანაა. კედლები შემორჩენილია 3-3,5 მეტრზე.

ძეგლი სერიოზულად არის დაზიანებული. კამარა და კონქი ჩამოქცეულია, გარღვეულია კედლები.

ლიტერატურა

  • შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ., 157