შინაარსზე გადასვლა

ქსანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თარგი:მრავალმნიშვნელოვნება/დიზაინი

ქსანი
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ქსნის ზემო დინების ხედი ლომისიდან
ჯაბა ლაბაძის ფოტო
ქვეყანა ესკიზის შექმნის შეცდომა:  საქართველო
ტერიტორიული ერთეულები მცხეთა-მთიანეთის მხარე, შიდა ქართლის მხარე
სათავე ყელის ტბა
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
სათავის სიმაღლე 2914 მ
შესართავი მტკვარი
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
შესართავის სიმაღლე 810 მ
სიგრძე 84 კმ
აუზის ფართობი 885 კმ²
მდინარის სისტემა მტკვარიკასპიის ზღვა
წყლის ხარჯი (საშ.) 15 მ³/წმ
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

ფაილი:Blue 0080ff pog.svg — სათავე, — შესართავი
ფაილი:Commons-logo.svg [[commons:Category:Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted|ქსანი]] ვიკისაწყობში

ქსანიმდინარე საქართველოში. მიედინება ახალგორის, კასპისა და მცხეთის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე. ქსანი მდინარე მტკვრის მარცხენა შენაკადია. სიგრძე 84 კილომეტრი, აუზის ფართობი 885 კმ². სათავე აქვს ყელის ვულკანურ ზეგანზე, ყელის ტბიდან, ზღვის დონიდან 2914 მ სიმაღლეზე, ზემო და შუა დინებაში ვიწრო ხეობა აქვს, მუხრანის ვაკეზე — ფართო. შესართავთან კვეთს სხალტბის სერს და ისევ ვიწრო ხეობას აჩენს. მთავარი შენაკადებია: ცხრაძმულა, ჭურთა, ალეურა. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა — გაზაფხულზეა, წყალმცირობაზამთარში. ზაფხულსა და შემოდგომაზე იცის წვიმებით გამოწვეული წყალმოვარდნები.[1]

გაზაფხულზე მოდის წლიური ჩამონადენის 54 %, ზაფხულზე — 20 %, შემოდგომაზე — 14 %, ზამთარზე — 12 %. ყინულნაპირისი, ძგიფი და თოში იცის ნოემბრის შუა რიცხვებიდან მარტის ბოლომდე.[1]

საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 15 მ³/წმ. მყარი ნატანის საშუალო წლიური ხარჯი 6,6 კგ/წმ. იყენებენ სარწყავად.[1]

მდინარე ქსანი სათავეს იღებს ფართო ფიქლიანი ქედის სამხრეთი მთისძირიდან, რომელიც ყელის ვულკანურ მთიანეთს ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებად ყოფს; პირველი 4-5 კმ-ის მანძილზე მიედინება მთიანეთზე და ყელის ტბას წარმოქმნის. გადაკვეთს რა არხის ქედს, მდინარე ჩანჩქერების სერიის სახით ეშვება ჟამურის ხეობაში. მდინარე ქსნის ხეობის რელიეფი მოიცავს ეროზიულ, ძველ მყინვარულ და ვულკანურ ფორმებს. ეროზიული რელიეფი მთლიანობაში გაბატონებულ როლს ასრულებს. რელიეფის სხვა ტიპები მხოლოდ მაღალ ჰიფსომერტიულ სარტყლებში და ვულკანიზმისა და მდინარეული აკუმულაციის მეოთხეული პროცესების გამოვლენის ადგილებშია. ეროზიული რელიეფი აშკარად მრავალსაფეხურიან აგებულებას ამჟღავნებს — ქსნისა და მისი შენაკადების ფერდობებზე და წყალგამყოფის თხემებზე.[2]

ქსნის ხეობა მთიან მონაკვეთში წარმოდგენილია მორფოლოგიურად განსხვავებული უბნებით. ყელის მთიანეთის ფარგლებში იგი შედარებით მცირე სიღრმეზეა ჩაჭრილი. ჟამუსუს ხეობაში ჩადინების შემდეგ ქსანი მიედინება უკვე ღრმა ხეობაში. უფრო ვიწროა ამ ხეობის ზემონაწილი სოფელ ელოიანის ზემოთ, ხოლო ქვემოთ, სოფელ ლარგვისამდე ხეობა რამდენადმე განიერდება და მჭიდროდ არის დასახლებული. ლარგვისიდან დაწყებული, ქსნის ხეობას საკმაოდ განიერი ბრტყელი ჭალა აქვს, სადაც გვხვდება აკუმულაციური ტერასები, რომლებიც კარგად არიან განვითარებული იკოთისა და ახალგორის ქვემოთ. ახალგორის ქვაბულში დაგროვილი ალუვიური კენჭნარები დაძირულია ქსნის ტალვეგზე დაბლა, რაც ზედა მეოთხეულ ჩაღუნვაზე მიუთითებს.[2]

ჯერ კიდევ 1930-იან წლებში ალექსანდრე ჯანელიძემ გამოთქვა ვარაუდი, რომ მდინარე ქსანი წარსულში მიედინებოდა აღმოსავლეთისაკენ მუხრანის ხეობით, ერთვოდა არა მტკვარს, არამედ არაგვს. პეტრე გამყრელიძის აზრით, მდინარეები ქსანი და რეხულა აღმოსავლეთისკენ მიედინებოდნენ და ერთვოდნენ მდინარე არაგვს.[2]

გალერეა

სქოლიო

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

მოძიებულია „https://wiki.ge/w/index.php?title=ქსანი&oldid=73590“-დან