ერთსაფრიანები

13:02, 11 ოქტომბერი 2020-ის ვერსია, imported>ოქროს ბოტი (ლიტერატურა: მცირედი შესწორება using AWB)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

ერთსაფრიანები (Monochlamydeae) — პირველადსაფრიან ორლებნიან მცენარეთა ჯგუფი. ხეები და ბუჩქებია, იშვიათად — ბალახები. მიეკუთვნება ტირიფისებრნი, არყისებრნი, წიფლისებრნი, კაზუარისებრნი, თელასებრნი, თუთისებრნი, კანაფისებრნი და ზოგი სხვა ოჯახი. მათი ყვავილები მეტწილად ერთსქესიანი, უყვავილსაფრო ან მარტო ჯამისებრყვავილსაფრიანია, იშვიათად კი ორმაგყვავილსაფრიანი. ქარითმტვერია მცენარეებია. ადრე ერთსაფრიანებს ყველაზე უფრო პრიმიტიულ ორლებნიანებს აკუთვნებდნენ. თანამედროვე სისტემებში განსაკუთრებულ ჯგუფად არ გამოყოფენ.

ლიტერატურა