საბუდარელი ჭაბუკი

21:24, 11 ოქტომბერი 2024-ის ვერსია, imported>გიო ოქრო (95.104.37.236-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Irmaguru-ის მიერ რედაქტირებული ვერსია)

„საბუდარელი ჭაბუკი“1957 წლის ქართული საბჭოთა ფილმი. რეჟისორი შოთა მანაგაძე. პირველი ჩვენება საკავშირო ეკრანებზე შედგა 1958 წლის 7 ივლისს.

„საბუდარელი ჭაბუკი“
ფაილი:საბუდარელი ჭაბუკი.jpg
ფილმის პოსტერი
რეჟისორი შოთა მანაგაძე
სცენარის ავტორი გიორგი მდივანი
როლებში ბელა მირიანაშვილი
იმედა კახიანი
გივი თოხაძე
სესილია თაყაიშვილი
იპოლიტე ხვიჩია
კომპოზიტორი რევაზ ლაღიძე
ხმის ოპერატორი რაფიელ კეზელი
ოპერატორი გიორგი ჭელიძე
მხატვარი ზურაბ მეძმარიაშვილი
ტატიანა კრიმკოვსკაია
სტუდია ქართული ფილმი
გამოსვლის თარიღი 7 ივლისი, 1958
ხანგრძლივობა 84 წთ
ქვეყანა საქართველოს სსრ
ენა ქართული

სიუჟეტი

მთებში მიკარგული მოუსავლიანი სოფლის, საბუდარას მკვიდრნი სახლ-კარს ტოვებენ და ბარში სახლდებიან. მშობლიურ კერას მხოლოდ მეთუნე საჩინო ვერ ელევა. საჩინოს ვაჟი გოგიტა სახლიდან იპარება და მონატრებული შეყვარებულის, თებროლეს მოსაძებნად ქალაქში ჩადის. გოგიტა ავტოქარხანაში იწყებს მუშაობას. თებროლეს მშობლებს უნდათ, ქალიშვილი უშანგის მიათხოვონ, რომელიც დიდი კაცი ჰგონიათ. გოგიტა ქალიშვილს მატყუარა უშანგის ჩამოაშორებს და ცოლად შეირთავს. შვილის ქორწილის შემდეგ სოფელ საბუდარას მისი უკანასკნელი მკვიდრი, მეთუნე საჩინოც ემშვიდობება.

როლებში

რესურსები ინტერნეტში

თარგი:შოთა მანაგაძის ფილმები