ალა ჯიოევა
ალა ჯიოევა (ოს. Джиоты Алыксандыры чызг Аллæ; დ. 23 აგვისტო, 1949, ცხინვალი, სსსრ) — ე. წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი. ე. წ. სამხრეთ ოსეთის განათლების მინისტრი 2002–2008 წწ.
2011 წლის 27 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მიიღო ხმების 56,7% და მოიპოვა გამარჯვება,[1] თუმცა ადგილობრივმა სასამართლომ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში 27 ნოემბერს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგები უკანონოდ გამოაცხადა.[2] განმეორებით არჩევნებში, რომელიც 2012 წლის 25 მარტისთვის დაინიშნა ალა ჯიოევა მონაწილებას ვერ მიიღებს.[3][4]
აღნიშნულ განცხადებას ჯიოევას მომხრეების მხრიდან დაუმორჩილებლობის აქციები მოჰყვა.[5]
სქოლიო
- ↑ ცხინვალში არჩევნების წინასწარი შედეგები გააცნეს ჟურნალისტებს
- ↑ ცხინვალში სასამართლომ უკანონოდ გამოაცხადა არჩევნების მეორე ტურის შედეგები
- ↑ ალა ჯიოევა ხელახალ "საპრეზიდენტო არჩევნებში" მონაწილეობას ვერ მიიღებს
- ↑ ე.წ. სამხრეთ ოსეთის უზენაესი სასამართლო ალა ჯიოევას გამეორებით არჩევნებში მონაწილეობის მიზეზს განმარტავს
- ↑ ცხინვალში დაუმორჩილებლობის აქციები იწყება
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted