ანტონ პავლეს ძე ჩეხოვი (რუს. Антон Павлович Чехов; დ. 29 იანვარი [ძვ. სტ. 17 იანვარი], 1860, ტაგანროგი ― გ. 15 ივლისი [ძვ. სტ. 2 ივლისი], 1904, ბადენვაილერი, გერმანია) — რუსი ექიმი, დრამატურგი და მწერალი, რომელიც მიჩნეულია ყველა დროის ერთ-ერთ უდიადეს მოთხრობების მწერლად.[1]

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
დაბადების თარიღი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
დაბადების ადგილი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
გარდაცვალების თარიღი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
გარდაცვალების ადგილი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
დასაფლავებულია Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ფსევდონიმი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
საქმიანობა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ენა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ეროვნება Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
მოქალაქეობა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ალმა-მატერი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
პერიოდი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ჟანრი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Magnum opus Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ჯილდოები Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
მეუღლე Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
პარტნიორ(ებ)ი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
შვილ(ებ)ი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ნათესავ(ებ)ი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Script error: No such module "collapsible list".
ხელმოწერა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
საიტი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
[[:commons:Category:Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted|Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted]] ვიკისაწყობში

ბიოგრაფია

1879 წელს დაამთავრა ტაგანროგის გიმნაზია, ხოლო 1884მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. მისი პირველი პატარა მოთხრობები ანტოშა ჩეხონტეს ფსევდონიმით იბეჭდებოდა 70-80-იანი წლებში იუმორისტულ ჟურნალებში „სტრეკოზა“, „ბუდილნიკი“, „ზრიტელი“, „ოსკოლკი“. ჩეხოვის „მოხელის სიკვდილი“, „ალბიონის ასული“, „მსუქანი და გამხდარი“, „ქამელეონი“, „უნტერ პრიშიბევი“ და სხვა (დაიბეჭდა 1883–1885) ფართო საზოგადოებრივი მნიშვნელობის კლასიკური ნოველებია. მისი მოთხრობების პირველი კრებულია „მელპომენეს ზღაპრები“ (1884) და „ჭრელი მოთხრობები“ (1886), რომელშიც უდიდესი გამომსახველობითი ძალით გადმოცემულია იმ დროის ატმოსფერო, იუმორი ხშირად იცვლება მძაფრი სატირით.

80-იანი წლების II ნახევარში ჩეხოვის რეალიზმი გაღრმავდა. მისი პირველი ვრცელი მოთხრობა „სტეპი“ 1888 დაიბეჭდა რუსეთის სიმბოლო - სტეპი ავტორს თავისი ქვეყნის ბედ-იღბალზე ფიქრს აღუძრავდა. წარმატება ხვდა წილად ჩეხოვის მომდევნო კრებულებს „მწუხრში“ (1887, პუშკინის პრემია, 1888), „მოთხრობები“ (1888), „პირქუში ადამიანები“ (1890) და სხვა.

1890 ჩეხოვმა იმოგზაურა კუნძულ სახალინზე, გაეცნო კატორღელთა მძიმე ცხოვრებას. იქ მიღებული შთაბეჭდილებანი გადმოსცა წიგნში „კუნძული სახალინი“ (1893–1894, ცალკე გამოიცა 1895, ქართული თარგმანი 1985), რომელსაც დიდი გამოხმაურება ჰქონდა. მოგზაურობის მძიმე პირობებში ჩეხოვს გაუმძაფრდა ტუბერკულოზით დაავადება. 1890–1900 რამდენიმეჯერ იმოგზაურა საზღვარგარეთ. 1892 მან მოსკოვის მახლობლად, სოფ. მელიხოვოში, შეიძინა მამული და იქვე დასახლდა. აქ დაუახლოვდა იგი გლეხებს და ყველანაირად ცდილობდა მათი მდგომარეობის გაუმჯობესებას.

მელიხოვის პერიოდი (1892–1898) ჩეხოვის შემოქმედებაში უაღრესად ნაყოფიერი აღმოჩნდა. აქ დაწერა მოთხრობები: „პალატა N6“ (1892), „მეზონინიანი სახლი“ (1896), „გლეხები“ (1897); პიესები: „თოლია“ (1896) და „ძია ვანია“ (1896, გამოქვეყნდა 1897). „პალატა N 6“ 80-90-იანი წლების რუსეთის ცხოვრების განზოგადებაა, ეს არის მძაფრი პროტესტი იმდროინდელი მმართველობის თვითნებობისა და ძალადობის წინააღმდეგ.

1902, როცა ნიკოლოზ II-მ მაქსიმ გორკის საპატიო აკადემიკოსად არჩევა გააუქმა, ჩეხოვმა პროტესტის ნიშნად უარი თქვა საპატიო აკადემიკოსის წოდებაზე.

ინტელიგენციისა და ხალხის გათიშულობის, პიროვნების თავის ნაჭუჭში ჩაკეტვის თემას ჩეხოვის შემოქმედებაში ერთ-ერთი მთავარი ადგილი უკავია („კინკრიჟა“, „სიყვარულის შესახებ“, „კაცი ფუტლიარში“, სამივე 1898). ჩეხოვის სოციალური განვითარების მწვერვალს მიაღწია მოთხრობაში „კაცი ფუტლიარში“. ჩეხოვმა დრამატურგიაში ადრევე დაიწყო მუშაობა, მაგრამ მისი საპროგრამო პიესა იყო „თოლია“, რომელიც 1896 დაიდგა პეტერბურგის თეატრის სცენაზე. 1897 დაიდგა „ძია ვანია“, 1900–1901 — „სამი და“. ჩეხოვის ბოლო პიესაა „ალუბლის ბაღი“ (1903–1904), რომელიც ძველი თაობის კრახს გვიხატავს.

ჩეხოვმა ახალი გზები დაუსახა დრამატურგიის განვითარებას; ტრაგიკულისა და კომიკურის ოსტატური შერწყმით წარმოგვიდგინა ადამიანის სულის სიღრმისეული შრეები. ჩეხოვი რუსული ლიტერატურის საუკეთესო რეალისტური ტრადიციების გამაღრმავებელია. თავის მხრით, მან დიდი გავლენა მოახდინა როგორც რუსულ, ისე მსოფლიო ლიტერატურის განვითარებაზე.

ჩეხოვმა საქართველოში პირველად 1888 იმოგზაურა, რამაც წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა მასზე. 1900 მაქსიმ გორკისთან და მხატვარ ვ. ვასნეცოვთან ერთად კვლავ ჩამოვიდა თბილისში.

ჩეხოვი პოპულარული იყო საქართველოში. 90-იან წლებში ქართულ ჟურნალ-გაზეთებში იბეჭდებოდა მისი მოთხრობების თარგმანები. ქართულ სცენაზე დაიდგა პიესები: „ივანოვი“ და „დათვი“ (1891), 1903 გადმოითარგმნა პიესა „ძია ვანია“, 1905 — „ალუბლის ბაღი“.

ლიტერატურა

  • ტალიაშვილი გ., ა. პ. ჩეხოვი, თბ., 1960;
  • ჩუკოვსკი კ., ჩეხოვი, თბ., 1973;
  • Бердников Г. П., Чехов, М., 1974;
  • Ермилов В., Чехов, 3 изд., М., 1951;
  • Паперный З., А. П. Чехов, 2 изд., М., 1960;

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. Russian literature; Anton Chekhov. Encyclopædia Britannica. ციტირების თარიღი: 14 June 2008.

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted