ბოღოსის ქედი (რუს. Богосский хребет) — ქედი რუსეთში, დაღესტანში. შედის აღმოსავლეთ კავკასიონის შემადგენლობაში. წარმოადგენს ბოღოსის მთიანი მასივის ნაწილს. კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედს გამოეყოფა სამხრეთ-დასავლეთიდან ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ და გადაჭიმულია მეჩიკალის მთიდან ხაპურდის უღელტეხილამდე დაახლოებით 72 კმ-ზე.[1] უმაღლესი მწვერვალია ადალა-შუხგელმერი (4151 მ). ბოღოსის ქედი მდინარეების ანდის ყოისუსა და ავარიის ყოისუს აუზების წყალგამყოფია. რელიეფი ციცაბოა, კლდოვანი. მწვერვალებზე მყინვარებია (გამყინვარების საერთო ფართობი 20 კმ²). ბოღოსის მასივი კავკასიონის მეგანტიკლინორიუმის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. ქედის გეოლოგიურ აგებულებაში მონაწილეობენ მძლავრი სისქის თიხოვანი ფიქლები და ქვიშაქვები.[2] კალთები შემოსილია ქსეროფიტული ბუჩქებით, სუბალპური და ალპური მდელოებით. ქედის ფარგლებშია აღკვეთილები.[3][4]

ბოღოსის ქედი
ესკიზის შექმნის შეცდომა:
ადალა-შუხგელმერი
კოორდინატები: თარგი:Nobr
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ტერიტორიული ერთეული დაღესტანი
უმაღლესი წერტილი ადალა-შუხგელმერი
სიმაღლე 4151 
სიგრძე 72 კმ
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

სქოლიო

  1. 27 озер Богосского хребта | Цумадинский район. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-01-11. ციტირების თარიღი: 2021-05-03.
  2. Геология и полезные ископаемые Дагестана. — Махачкала: Дагкнигоиздат, 1976.
  3. Бежтинский заказник | Особо охраняемые природные территории
  4. Кособско-Келебский заказник | Особо охраняемые природные территории

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted