გიორგი პაპუაშვილი
თარგი:მრავალმნიშვნელოვნება/დიზაინი
გიორგი პაპუაშვილი | |
![]() | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
30 სექტემბერი, 2006 – 20 ოქტომბერი, 2016 | |
პრეზიდენტი | მიხეილ სააკაშვილი, გიორგი მარგველაშვილი |
პრემიერ-მინისტრი | ზურაბ ნოღაიდელი ლადო გურგენიძე გრიგოლ მგალობლიშვილი ნიკა გილაური ვანო მერაბიშვილი ბიძინა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილი გიორგი კვირიკაშვილი |
წინამორბედი | ჯონი ხეცურიანი |
მემკვიდრე | ზაზა თავაძე |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
18 თებერვალი, 2005 – 30 ივლისი, 2006 | |
პრეზიდენტი | მიხეილ სააკაშვილი |
პრემიერ-მინისტრი | ზურაბ ნოღაიდელი |
წინამორბედი | თამარ ლებანიძე |
მემკვიდრე | დავით ტყეშელაშვილი |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
17 თებერვალი, 2004 – 18 თებერვალი, 2005 | |
პრეზიდენტი | მიხეილ სააკაშვილი |
პრემიერ-მინისტრი | ზურაბ ჟვანია |
წინამორბედი | ზურაბ ადეიშვილი |
მემკვიდრე | კონსტანტინე კემულარია |
დაბადებული | 26 დეკემბერი, 1972 თბილისი, საქართველოს სსრ |
მოქალაქეობა | ![]() |
ეროვნება | ქართველი |
საქმიანობა | იურისტი, პოლიტიკოსი |
გიორგი პაპუაშვილი (დ. 26 დეკემბერი 1972, თბილისი, საქართველოს სსრ) — ქართველი იურისტი და პოლიტიკოსი. საქართველოს იუსტიციის მინისტრი 2004-2005 წლებში, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი 2005-2006 წლებში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე 2006-2016 წლებში.
ბიოგრაფია
1995 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი. მინიჭებული აქვს იურიდიულ მეცნიერებათა და პოლიტიკურ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი. 1996-1997 წლებში სწავლობდა ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში (ქ. ბუდაპეშტი) პოლიტოლოგიის ფაკულტეტზე, რომლის დამთავრების შემდეგ მას მიენიჭა მაგისტრის ხარისხი. 1999 წელს ჩაირიცხა ამერიკის უნივერსიტეტის (ქ. ვაშინგტონი) იურიდიულ მეცნიერებათა მაგისტრატურაში, რომელიც დაამთავრა 2000 წელს მაგისტრის ხარისხით. სხვადასხვა დროს გავლილი აქვს სტაჟირება ევროპის საბჭოს, ევროპის კავშირსა და აშშ განვითარების სააგენტოს ინსტიტუტებში (აშშ, საფრანგეთი, ბელგია). 1996-1999 წლებში მუშაობდა საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის აპარატში ჯერ უფროს სპეციალისტად, შემდეგ წამყვან სპეციალისტად და აპარატის უფროსად. პარალელურად, 1995-2004 წლებში იგი იყო ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს“ კანონის უზენაესობის პროგრამის დირექტორი. 2004, იანვარი — დაინიშნა საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განვითარებისა და რეფორმების ფონდის დირექტორად. 2004-2005 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრი, ხოლო 2005-2006 წლებში საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი. 2006-2016 წლებში იყო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე.
რესურსები ინტერნეტში
თარგი:საქართველოს იუსტიციის მინისტრები თარგი:საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრები თარგი:საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეები