ვიკუნია
ვიკუნია (ლათ. Vicugna vicugna) — ძუძუმწოვარი ცხოველი აქლემისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიმაღლეა დაახლოებით 70-90 სმ, სიგრძე — 1,5 მ, წონა — 65 კგ. დაფარულია მოკლე და ნაზი ბალნით. წინათ ფართოდ იყო გავრცელებული ეკვადორში, პერუში, ბოლივიასა და ჩილეში. ამჟამად შემორჩენილია პერუს მთებში. იყენებენ ვიკუნიის ხორცს, ტყავს, მატყლს.
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1979. — გვ. 408.