თერომორფები (ლათ. Theromorpha, Sypsida) — ამომწყდარი ქვეწარმავლების ქვეკლასი. ცხოვრობდნენ გვიან კარბონულსა და შუა იურულ პერიოდში. პალეოზოური ერის დასასრულის ყველაზე გავრცელებული და მაღალორგანიზებული ხმელეთის ხერხემლიანები იყვნენ. თერომორფების უმრავლესობა მტაცებელი იყო, ზოგი — მცენარისმჭამელი. შესაძლოა უმაღლესი თერომორფები თბილსისხლიანებიც იყვნენ. თერომორფების მრავალრიცხოვანი ნაშთები ნაპოვნია ყველა მატერიკზე, გარდა ავსტრალიისა, ყოფილ სსრკ-ში ევროპის ნაწილის ჩრდილოეთ ნახევარში. ქვეკლასში 2 ინფრაკლასია — პელიკოზავრები და თერაფსიდები. თერომორფებს დიდი მნიშვნელობა აქვთ ძუძუმწოვრების ევოლუციის შესწავლისათვის.

ფაილი:Dimetrodon.jpg
დიმეტროდონის ჩონჩხი

ლიტერატურა

  • ქსე, ტ. 4, გვ. 665, თბ., 1979
  • Lambert, David (2001). Dinosaur Encyclopedia. ISBN 0-7894-7935-4.
  • Laurin, Michel, and Robert R. Reisz (2007). Synapsida: Mammals and their extinct relatives Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted. Version 6 April 2007. The Tree of Life Web Project.

რესურსები ინტერნეტში