თვალჭყეტია
თვალჭყეტია,[1] წოლელა[2] (ლათ. Burhinus oedicnemus) — ფრინველი მეჭვავიასნაირთა რიგისა.[3] ადრე ითვლებოდა წეროსნაირთა რიგში. მისი სხეულის სიგრძე 45 სმ-ს აღწევს. აქვს ქვიშისფერი ბუმბული, ზურგზე გასწვრივი შავი ზოლებით. გავრცელებულია ევროპაში, ცენტრალურ და სამხრეთ აზიაში, ჩრდილოეთ აფრიკაში. საქართველოში გვხვდება მიმოფრენისას. ბუდეს იკეთებს მიწაზე, ორმოში. დებს 2, იშვიათად 3 კვერცხს. კრუხობს 26 დღე. ღამის ფრინველია. იკვებება მწერებით, ხვლიკებით, წვრილი მღრღნელებით.
ლიტერატურა
- კუტუბიძე მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1979. — გვ. 673.
სქოლიო
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted