კოლხური თხილი
კოლხური თხილი (ლათ. Corylus colchica) — ბუჩქი არყისებრთა ოჯახისა. მისი სიმაღლე 1 მ აღწევს. ნორჩი ყლორტები მოფენილი აქვს გრძელი აბრეშუმისებრი ბუსუსებით. ნაყოფი პატარაა, კვერცხისებრი, თავწაწვეტილი, თითო-თითო ან რამდენიმე ერთად შეჯგუფებული.
ენდემია, გავრცელებულია დასავლეთ საქართველოს (კოლხეთი), მთის ზედა და სუბალპური სარტყელში (2300 მ-მდე) კირქვებზე. ნაზვავებზე ქმნის რაყას, ყვავილობს აპრილში, ნაყოფი სექტემბერში მწიფდება. მრავლდება თესლითა და ამონაყარით. იტანს სიცივეს, ხარობს ტენიან ნიადაგზე. შეტანილია საერთაშორისო და საქართველოს „წითელ წიგნში“.[1][2]
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1980. — გვ. 597.
სქოლიო
- ↑ Georgian Biodiversity Database. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-01-25. ციტირების თარიღი: 2016-01-17.
- ↑ Corylus colchica
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted