Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

სოფელი
ლინდავა
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ბესლეთის ხიდი (თამარ მეფის ხიდი)
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted


Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ქვეყანა

{{ქვეყნის მონაცემები Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ქვეყნის დროშა2 | name = Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | variant = | size =

}}
[[ავტონომიური რესპუბლიკა (Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted)|ავტონომიური რესპუბლიკა]] აფხაზეთის არ
[[მუნიციპალიტეტი (Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted)|მუნიციპალიტეტი]] სოხუმის მუნიციპალიტეტი
შიდა დაყოფა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
კოორდინატები Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
გამგეობა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
დაარსდა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
პირველი ხსენება [[Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted]]
ადრეული სახელები ლინდაუ
ფართობი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ცენტრის სიმაღლე 150
კლიმატის ტიპი სუბტროპიკული
ოფიციალური ენა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
მოსახლეობა 237 კაცი (1989)
აგლომერაცია სოხუმი
ეროვნული შემადგენლობა ქართველები, ბერძნები, ესტონელები, გერმანელები
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
საფოსტო ინდექსი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
საავტომობილო კოდი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ოფიციალური საიტი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
[[:commons:Category:Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted|Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted]] ვიკისაწყობში

ლინდავა აგრეთვე ლინდაუ — სოფელი სოხუმის მუნიციპალიტეტში, მდინარე ბესლეთის მარჯვენა სანაპიროზე. აფხაზეთის მთისწინეთში, მდინარე კელასურისა და ჩალბაშის შუამდინარეთში. ზღვის დონიდან 360 მ, სოხუმიდან 9 კმ. 2008 წლიდან ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ.

ისტორია

1817 წელს იმპერიის ვრცელი ტერიტორიების ათვისებისა და მიწათმოქმედების განვითარების მიზნით ალექსანდრე I-მა მანიფესტი გამოსცა, რომელიც იმპერიის მიწებზე დასახლების შემთხვევაში გერმანელებს შემდეგ პრივილეგიებს სთავაზობდა: მიწის გადაცემას, უპროცენტო კრედიტს, 10 წლით გადასახადებისგან განთავისუფლებას, ავტონომიას, რელიგიის თავისუფლებასა და სამხედრო სამსახურისგან გათავისუფლებას.

გერმანელების განსახლების სქემა საქართველოში
ლინდაუ 1819 წელს.

ამგვარად, საკუთარი მდგომარეობის გაუმჯობესების იმედად, 1817 წლის 21 სექტემბერს 181 ვიურტემბერგელი შვაბი თბილისში ჩავიდა. ისინი სართიჭალის მახლობლად გადაიყვანეს, სადაც სამხრეთ კავკასიაში პირველი დასახლება დააარსეს. დედოფალ მარია ფიოდორეს ასულის პატივსაცემად კოლონიას მარიენფილდი ეწოდა. ორი თვის შემდეგ კოლონისტების სხვა ჯგუფმა კიდევ ერთი დასახლება შექმნეს, რომელსაც იმპერატორის მეუღლის, ელიზავეტა ალექსეევნას პატივსაცემად ელიზაბეტტალი (დღევანდელი ასურეთი) დაარქვეს. მომდევნო ორი წლის მანძილზე შვაბებმა კიდევ რამდენიმე დასახლება დააარსეს: კატარინენფელდი (დღევანდელი ბოლნისი), პეტერსდორფი (მარიენფილდთან, დღევანდელ სართიჭალასთან ახლოს), ნოი ტიფლისი (დღევანდელი აღმაშენებლის გამზირი, მისი პარალელური ქუჩები და მარჯანიშვილის მოედანი) და ალექსანდერსდორფი (დღევანდელი აგლაძის, სამტრედიის, წყალტუბოსა და წერეთლის ქუჩები). XIX საუკუნის მეორე ნახევარში სამი გერმანული დასახლება შეიქმნა სოხუმის მახლობლად – ნოიდორფი (ახალსოფელი), გნადენბერგი (სოფელი ძიგუთა) და ლინდაუ (სოფელი ლინდავა). მოგვიანებით საქართველოში გერმანული დასახლებების რიცხვმა 20-ს გადააჭარბა.

შესაბამისად გერმანელებმა მდ. ბესლეთის მარჯვენა სანაპიროზე 1819 წელს დააარსეს სოფელი ლინდაუ, რომელსაც მათი ქართველებით, ესტონელებით და ბერძნებით ჩანაცვლების შემდეგ ეწოდა ლინდავა.

შემდგომში სოფლის ისტორია უცნობია. აქ გერმანელების დასახლება XX საუკუნის დასაწყისში ნელ-ნელა შემცირდა და საბოლოოდ ისინი ადგილობრივმა ბერძნებმა და ესტონელებმა ჩაანაცვლეს.

1937 წელს "აფხაზეთის გადასახლების პროექტში", რომელიც ლავრენტი ბერიას თაოსნობით მიმდინარეობდა ლინდავაში ძირითადად ჩაასახლეს ქართველები ლეჩხუმიდან და სწორედ ამ პერიოდიდან ეწოდა მას ლინდავა. სოფელი გახდა ქართული ეთნოსის საცხოვრისი. აქ მალე კომუნისტებმა შექმნეს აფხაზეთში ერთ ერთი ძლიერი კოლმეურნეობა.

1992-1993 წლებში ლინდავიდან ბევრი იბრძოდა აფხაზეთის ომში. განსაკუთრებით აჩადარასთან, გუმისთის ფრონტზე განლაგებულ პირველ ბატალიონში. სოფელი გუმისთის ფრონტისპირა დასახლება იყო ამიტომაც იგი ომისაგან ძლიერ დაზარალდა ხოლო თვითონ სოფლის ტერიტორია ომის შემდეგ გაუკაცრიელდა.

დღეს ლინდავა ოკუპირებულია რუსეთის მიერ და მას აფხაზი სეპარატისტები აკონტროლებენ.

ეკონომიკა

ლინდავის საკოლმეურნეო საზოგადოებად ქცევის შემდეგ, სოფელში აშენდა თამბაქოს პლანტაციები. ასევე მეცხოველეობის ფერმა. ლინდავა იქცა რაიონის ერთ ერთ უძლიერეს ეკონომიკურ ცენტრად. ასევე სოფელში განვითარებული იყო კარიერული ქვის მოპოვება, მეთხილეობა, მცირედ მეციტრუსეობა და მევენახეობა. აფხაზეთის ომის შემდეგ სოფლის სამერუნეო ბაზები განადგურებულია.

საზოგადოებრივი დაწესებულებები

სოფელში ფუნქციონირებდა სკოლა, ბიბლიოთეკა, კულტურის სახლი და კლინიკა. აფხაზეთის ომის შემდეგ ინფრასტრუტურა განადგურდა და დღეს ისინი თითქმის აღარ ფუნქციონირებენ.

დღევანდელობა

დღეს ლინდავის მოსახლეობა კატასტროფულად მცირეა. აფხაზეთის ომის პერიოდში მოსახლეობის ნაწილი საბრძოლო მოქმედებებში დაიღუპა, დანარჩენი მოსახლეობა კი სკაუთარი სახლებიდან იძულებით გადაადგილებულ პირებად იქცა.

ღირსშესანიშნაობები

სოფელში არის გერმანული ეკლესიის ნანგრევები, გერმანული დასახლების ნაწილის ნაშთები და ასევე მდინარე ბესლეთზე არსებული XII საუკუნის ბესლეთის ხიდი, რომელიც ლინდავის და სოფელ ბესლეთის საზღვარზეა.

 წყარო

  • ეთნოსები საქართველოში: [კრებული / რედ. მერაბ ბასილაია, სტილის რედ. ლევან ბრეგაძე; ფოტო: არჩილ ქიქოძე, ლევან ხერხეულიძე; პმგ გამოც. ბექა მინდიაშვილი]; საქ. სახალხო დამცვ. არსებ ტოლერანტობის ცენტრი, საქ. სახალხო დამცველის ბიბ-კა. - თბილისი, 2008. - 310 გვ.: ფოტ., ნახ. ; 27 სმ.. - შენიშვნები: გვ. 295. - ISBN 978-9941-0-0901-3 (ორივე ტ.); ISBN 978-9941-0-0902-7
  • თბილისში დაკარგული გერმანული სოფლები (სამეცნიერო სტატია) ავტირი სოფო გელავა
  • აბაშიძე, ზაზა. საქართველო და ქართველები: (საკითხავი წიგნი): [სახელმძღვ.] / ზაზა აბაშიძე, მიხეილ ბახტაძე, ოთარ ჯანელიძე; ზაზა აბაშიძის რედ.; რუკების ავტ. მანანა შეყილაძე; მხატვ. ეკა ტაბლიაშვილი. - თბილისი, 2013 (შპს „ფავორიტი პრინტი“). - 676, [10] გვ.: რუკ.; 22 სმ.. - ყდაზე: ქართველ მეფეთა ხელრთვები და ნიშნები. - ISBN 978-9941-0-5498-3
  • კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
მოძიებულია „https://wiki.ge/w/index.php?title=ლინდავა&oldid=227731“-დან