ესტონელები
ესტონელები | |
---|---|
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
საერთო მოსახლეობა | |
დაახ. 1.1 მილიონი | |
რეგიონები მნიშვნელოვანი მოსახლეობით | |
ესტონეთის დროშა ესტონეთი | 924,100[1] |
ფინეთის დროშა ფინეთი | 29,080[2] |
დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ | 25,000 |
ესკიზის შექმნის შეცდომა: კანადა | 23,930[3] |
რუსეთის დროშა რუსეთი | 24,000 |
შვედეთი | 23,000 |
ესკიზის შექმნის შეცდომა: გაერთიანებული სამეფო | 14,000[4] |
დროშა: ავსტრალია ავსტრალია | 7,543[5] |
გერმანიის დროშა გერმანია | 5,000 |
ნორვეგია | 2,871[6] |
დროშა: უკრაინა უკრაინა | 2,868[7] |
დროშა: ირლანდიის რესპუბლიკა ირლანდია | 2,373[8] |
ლატვია | 2,000[9] |
ესკიზის შექმნის შეცდომა: ბელგია | 2,000[10] |
ენები |
ესტონური ვირუ სეტო |
რელიგიები |
უმეტესობა: არარელიგიური და ლუთერანი ისტორიულად: ფინური კერპთაყვანისმცემლობის მიმდევრები |
ესტონელები (ესტ. eestlased — ეესტლასედი) — ხალხი, ესტონეთის ძირითადი მოსახლენი (963 ათ.); ცხოვრობენ აგრეთვე რუსეთის ფედერაციაში (46,4 ათ.), აშშ-ში, კანადაში, შვედეთსა და ავსტრალიაში. წარმომავლობით განეკუთვნებიან ბალტიისპირა-ფინური ჯგუფის ფინურ-უნგრულ ხალხებს. ესტონელების წინაპრები — ფინურენოვანი ტომები ესტონეთის ტერიტორიაზე ძვ.წ. III ათასწლეულში გამოჩნდნენ. შემდეგ ათასწლეულებში მათ შემადგენლობაში შევიდნენ ბალტიისპირეთის, ნაწილობრივ ჩრდილოეთ-გერმანული (სკანდინავიური), ხოლო I ათასწლეულის დასასრულს აღმოსავლეთ სლავური ელემენტები. რუსულ მატიანეებში სხვა ბალტიისპირა ფინურ ტომებთან ერთად ჩუდებად იხსენიებიან, დასავლეთ ევროპულ წყაროებში — ესტებად. ესტონელი ხალხის ჩამოყალიბება ძირითადად XIII-XVI საუკუნეებში დასრულდა. XIII საუკუნეში მიიღეს კათოლიკობა, რომელიც XVI საუკუნეში რეფორმაციის პერიოდში, ლუთერანობით შეიცვალა. XIX საუკუნის შუა წლებში მოსახლეობის 10-12%-მა მართლმადიდებლობა მიიღო. XIX საუკუნის II ნახევრისა და XX საუკუნის დასაწყისში მძიმე ეკონომიკური პირობების გამო ესტონელები მასობრივად გაასახლეს, ძირითადად, რუსეთის სხვა გუბერნიებში.
- საერთო რაოდენობა: დაახლ. 1,1 მლნ.
- ენა: ესტონური.
- მორწმუნეები: ძირითადად ლუთერანები, არიან აგრეთვე მართლმადიდებლები (ძირითადად სეტუს ჯგუფი).
ესტონელები საქართველოში
XIX საუკუნის 80-იანი წლებიდან ესტონელების დასახლებები გაჩნდა საქართველოში, კერძოდ, აფხაზეთში. თავდაპირველი მოსახლენი იყვნენ 1857 წელს კუუსალეს მიწაზე (ესტონეთი) გლეხთა მღელვარების შედეგად დარბეული გლეხები. 1882 წელს ერმოლოვსკის (ახლანდელი ლესელიძის) მახლობლად (მდ. ფსოუს მარცხენა ნაპირზე), დააარსეს სოფ. სალმე, შემდეგ იმავე ხეობაში — სოფ. სულევო და, გულრიფშთან ახლოს, კოდორის ხეობაში — სოფ. ესტონკა (ყოფილი ბაღნაშენი). ესტონელებმა ხელი მოჰკიდეს მებოსტნეობას, მეთამბაქოეობას, მეჩაიეობას და მალე ეკონომიკურად დაწინაურდნენ. 1990-იანი წლების კონფლიქტამდე აფხაზეთში 1 500-მდე ესტონელი ცხოვრობდა. სეპარატისტული ხელისუფლების მონაცემებით (2011), აფხაზეთში მხოლოდ 357 ესტონელია დარჩენილი.
ესტონელების მცირე ჯგუფი ცხოვრობს თბილისშიც, სადაც 1993 წელს რეგინა კახიძის თავმჯდომარეობით ჩამოყალიბდა ესტონელთა სათვისტომო.[11]
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1975. — გვ. 239.
- ყიფიანი პ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 2014. — გვ. 105.
- Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- Месхи И., Как живëте абхазские эстонцы? Моя маленькая советская Грузия, Тб., 1988.
რესურსები ინტერნეტში
- მოსახლეობისა და ეთნიკურ საქმიანობათა სამინისტროს ოფისი: ესტონელები საზღვარგარეთ Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
სქოლიო
- ↑ PO0222: POPULATION BY SEX, ETHNIC NATIONALITY AND COUNTY, 1 JANUARY. Statistics Estonia (2011). ციტირების თარიღი: 19 January 2012.
- ↑ http://www.stat.fi/tup/suoluk/suoluk_vaesto_en.html
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-11-20. ციტირების თარიღი: 2012-01-23.
- ↑ 14,000 Estonian mother tongue speakers in the UK
- ↑ 2054.0 Australian Census Analytic Program: Australians' Ancestries (2001 (Corrigendum)). Australian Bureau of Statistics (2001). ციტირების თარიღი: 17 September 2011.
- ↑ Population, by Norwegian/foreign citizenship and country background. Statistics Norway (1 January 2011). ციტირების თარიღი: 17 September 2011.
- ↑ The distribution of the population by nationality and mother tongue. State Statistics Committee of Ukraine (2001). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-12-05. ციტირების თარიღი: 2012-01-23.
- ↑ CSO - Statistics: Persons usually resident or present in the State on Census Night, classified by place of birth and age group
- ↑ On key provisional results of Population and Housing Census 2011. Central Statistical Bureau of Latvia (2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-07-06. ციტირების თარიღი: 2012-01-23.
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-02-21. ციტირების თარიღი: 2012-01-23.
- ↑ ეთნოსები საქართველოში (რედ. – მერაბ ბასილაია), საქართველოს სახალხო დამცველის ბიბლიოთეკა, თბ., 2008.
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted