მექვიშიები
მექვიშიები (ლათ. Gerbillinae) — ძუძუმწოვარი ცხოველების ქვეოჯახი მღრღნელების რიგისა. ცნობილია 10-12 გვარის 102 სახეობა. ყოფილ სსრკ-ში გვხვდება 2 გვარი: ჩვეულებრივი მექვიშიები (Meriones) და დიდი მექვიშიები (Rhombomys). მათი 9 სახეობიდან საქართველოში გვხვდება 3. გავრცელებული არიან სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში, აზიასა და აფრიკაში ბინადრობენ უდაბნოებსა და ველებზე. ცხოვრობენ კოლონიებად. იკვებებიან უმთავრესად მცენარეთა მიწისზედა ნაწილებით; მათი მრავალი წარმომადგენელი შავი ჭირის გამომწვევის მატარებელია. აზიანებს ნათესებს.
ლიტერატურა
- ავალიანი რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1983. — გვ. 628.