მოურავი
მოურავი — ადგილობრივი მმართველობის მოხელე ძველ საქართველოში. მოურავი ასრულებდა სამეურნეო, ადმინისტრაციულ და სასამართლო ფუნქციებს. იგი იყო მებატონის მამულების მმართველი, პროვინციის, ქალაქის, სოფლის გამგე. XVII სუაკუნიდან ქალაქის მოურავმა საბოლოოდ ჩაანაცვლა ქალაქის ამირას სახელწოდება. ქალაქის მოურავის შესახებ ცნობები მოიპოვება „დასტურლამალში“. ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი იყო ქიზიყის, ყაზახის და არაგვის მოურავობა. ფართოდ იყო გავრცელებული სოფლის მოურავობა. ქალაქების მოურავებიდან პირველი ადგილი ეჭირათ თბილისისა და გორის მოურავებს. ქალაქის მოურავი მეფის მიერ ინიშნებოდა. მოურავი ქალაქის უპირველესი მოხელე იყო. მას ემორჩილებოდა ქალაქის მოხელეები — მელიქი, მამასახლისი, ნაცვალი და ასასები. თავის სასამართლო ფუნქციებს მოურავი მელიქის, მამასახლისის, აგრეთვე 3—4 „სარწმუნო მოქალაქის“ (მსხვილი ვაჭრის) თანდასწრებით ასრულებდა. მოურავობა იმდენად საპატიო და შემოსავლიანი თანამდებობა იყო, რომ ბატონიშვილებიც კი არ ამბობდნენ უარს ამ სახელოზე. მაგ. იესე ბატონიშვილი ერთ დროს თბილისის მოურავი იყო. ქალაქის მოურავი აკონტროლებდა ქალაქში ვაჭრობას, წარმოებას, აწესებდა ფასებს.
1919 წელს მოურავი ეწოდა თბილისის თავის თანამდებობას. 1919-1921 წლებში თბილისის მოურავის თანამდებობაზე იყო ბენიამინ ჩხიკვიშვილი.[1]
ლიტერატურა
- სურგულაძე ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1984. — გვ. 147.
- კოპალიანი ჯ., მოურავის სახელო ფეოდალურ საქართველოში, თბ., 1982;
- ქართული სამართლის ძეგლები, ი. სურგულაძის გამოც., თბ., 1970;
- სურგულაძე ი., საქართველოს სახელმწიფოსა და სამართლის ისტორიისათვის, ტ. 1, თბ., 1952;
- ჯავახიშვილი ივ., ქალაქები, საქალაქო წეს-წყობილება და ცხოვრების ვითარება საქართველოში XVII-XVIII სს // 1910-1920-იანი წლების ჟურნალები, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში: ლიტერატურის მუზეუმი, 2011. — გვ. 254-269, ISBN 978-99940-28-60-3Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted.
- Месхиа Ш. А., Города и городской строй феодальной Грузии (XVII - XVIII вв.), Тб., 1959, с. 244-262;
სქოლიო
- ↑ ჯანელიძე ო., დაუშვილი ა., ხოსიტაშვილი მ.,, „თავისუფალი საქართველოს დედაქალაქი თბილისი 1918-1921 წლებში“, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 2019. — გვ. 34, ISBN 978-9941-9553-1-9Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted.
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted