მღამიობი
მღამიობი (ლათ. Myotis) — ძუძუმწოვრების გვარი ღამურასებრთა ქვერიგისა. მათი სხეულის სიგრძე 3,5—8 სმ აღწევს. აქვთ მუქი, მურა-ყავისფერი შეფერილობა, გრძელი ყურები, ვიწრო, ბოლოში წაწვეტებული ყურსარქველები. გავრცელებული არიან ყველგან, არქტიკის, ანტარქტიდისა და ზოგიერთი ოკეანის კუნძულების გარდა. გვარში 60-ზე მეტი სახეობაა, რომელთაგან საქართველოში გვხვდება 5. წელიწადში ერთხელ შობენ თითო ნაშიერს. იკვებებიან მწერებით, ზოგიერთი სახეობა — პატარ-პატარა თევზებით და წყლის უხერხემლოებით.
ლიტერატურა
- ავალიანი რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1984. — გვ. 236.