საროსკიპო ან ბორდელი — დაწესებულება, სადაც პროსტიტუციული მომსახურება ხორციელდება.

ფაილი:RedLightDistrictAmsterdamTheNetherlands.jpg
ორი პატარ ბორდელი ამსტერდამის წითელი ფარნების ქუჩაზე

ბევრ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც, ბორდელის არსებობა უკანონოდ ითვლება და სუტინიორების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე იღვძრება, რაც არ ნიშნავს მათ არ არსებობას. სამაგიეროდ ქვეყანათა მთელ რიგში საროსკიპოებს ოფიციალური სტატუსი აქვს.

საროსკიპოები ორ ათას წელზე მეტია არსებობენ. 1862 წ. პომპეის გათხრებისას იყო აღმოჩენილი ძველ რომაული ლუნაპარი (ითარგმნება ლათ. lupa — ძუ მგელი, ხალხში ძუკნა > როსკიპი). 2006 წელს ამონათხარს გაუკეთეს რესტავრაცია და იგი მუზეუმად იქცა.[1]

XVII-XX სს. ბევრ პრესტიჟულ დაწესებულებას ჰქონდა თავისი ბორდელი. ზუსტად ამიტომ გახდა საქვეყნოდ ცნობილი კაბარე მულენ რუჟი.

ბორდელები საქართველოში

მეცნიერების ვარაუდობით, როგორც ყველგან ასევე საქართველოშიც ელინისტურ ხანაში არაერთი ბორდელი იყო, მიუხედავად ამისა არ იყო ნაპოვნი არანაირი არქეოლოგიური მტკიცება. თუმცა ცნობილია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე V საუკუნეში უკვე არსებობდნენ ”სპარსული ბორდელები”, ასევე არის ვარაუდი, რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი საროსკიპო არსებობდა თამარის დროს ქ. გორთან, სადაც ძირითადად მუშაობდნენ ბიზანტიელი, რომაელი, სომეხი და სპარსი ქალები.

ამჟამად პროსტიტუცია საქართველოში არის უკანონო.

ცნობილი ბორდელები

იხილეთ აგრეთვე

სქოლიო

  1. Italia.ru Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted (რუსული)

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: