სივაში
სივაში — პატარა ყურეების სისტემა აზოვის ზღვის დასავლეთ ნაპირთან. სიგრძე 112 კმ, ფართობი დაახლოებით 2560 კმ². აზოვის ზღვიდან გამოყოფილია არაბატის ისარას ვიწრო ქვიშიანი ცელათი. ზღვას უკავშირდება გენიჩესკის სრუტით. ნაპირები დაბალია, დამრეცი. ზაფხულობით იფარება მარილის ფენით. სივაში ეწოდება აგრეთვე ზოგიერთ სხვა პატარა ყურეს ყირიმში.
![](https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1c/Sivash%2C_Ukraine.jpg/300px-Sivash%2C_Ukraine.jpg)
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1985. — გვ. 328.