სციფოიდურნი
სციფოიდურნი (ლათ. Scyphozoa) — ზღვის ცხოველების კლასი ნაწლავღრუიანთა ტიპისა. აქვთ პოლიპის ან მედუზის ფორმა. ახასიათებთ რადიალური სიმეტრია. ნაწლავი სიგრძეზე რადიალური ტიხრებით დაყოფილია ცენტრალურ ნაწილად და გვერდით ჯიბეებად. დამახასიათებელია თაობათა მორიგეობა: კვერცხიდან იჩეკება ლარვა — პლანულა, რომელიც სუბსტრატს, რმაგრება და გარდაიქმნება პოლიპოიდურ თაობად — სციფისტომად. ეს უკანასკნელი დაკვირტვით წარმოქმნის თავისსავე მსგავს პოლიპება, ხოლო განივი დაყოფისას გამოყოფს სციფომედუზების ლარვებს (ეფირებს). ზოგიერთი სახეობა (ფესვპირიანები) მსუსხავია. ზოგიერთი სციფომედუზის შხამი სასიკვდილოა ადამიანისთვისაც. ცნობილია სციფოიდურთა 200-მდე სახეობა, რომლებიც გავრცელებული არიან ყველა ოკეანეში.
ლიტერატურა
- ჯანაშვილი ა., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1985. — გვ. 625.