ყარყატნისკარტა ალკუნი (გვარი)
ყარყატნისკარტა ალკუნი ან გურიალი (ლათ. Pelargopsis) — ფრინველთა გვარი ალკუნისებრთა ოჯახისა. მოიცავს სამ სახეობას. გავრცელებულნი არიან სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ტროპიკულ ზონებში. მათი სხეულის სიგრძე 35 სმ აღწევს.Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted გააჩნიათ მასიური შავი ან წითელი ნისკარტი და წითელი ფეხები. თავი და სხეულის ქვედა ნაწილი თეთრი ან მოყვითალო-თეთრია, ფრთები და სხეულის ზედა ნაწილი მუქი. არ ახასიათებთ სქესობრივი დიმორფიზმი. ფრენისას ფართხალებენ, მაგრამ პირდაპირ ფრენენ. ბინადრობენ ტყის ზონებში ტბებთან, მდინარეებთან, ესტუარებთან ან სანაპიროებთან ახლოს. იკვბებიან ცხრაფეხებით, თევზით, ბაყაყებით, ყარყატნისკარტა ალკუნი — მღრღნელებითა და მცირე ფრინველებით. ბუდეს იკეთებენ სანაპიროებზე, ხეებზე ან ტერმიტების ბუდეებში, სადაც დებენ თეთრ კვერცხებს.
სახეობები
ლიტერატურა
- Fry, C. Hilary; Fry, Kathie; Harris, Alan (1992) Kingfishers, Bee-eaters, and Rollers. London: Christopher Helm. ISBN 978-0-7136-8028-7Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted.
სქოლიო
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted