Parachutes (Coldplay-ს ალბომი)
Parachutes | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ფაილი:Coldplayparachutesalbumcover.jpg | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
Album — | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
გამოცემის თარიღი | 10 ივლისი, 2000 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ჩაიწერა | ნოემბერი 1999 - მაისი 2000 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ჟანრი |
ალტერნატიული როკი პოპი | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ხანგრძლივობა | Script error: No such module "hms". | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ლეიბლი |
Capitol Parlophone | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
პროდიუსერი |
Coldplay კენ ნელსონი კრის ელისონი | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
Coldplay — ქრონოლოგია | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
Parachutes — ინგლისური როკ-ჯგუფ Coldplay-ს სადებიუტო ალბომი. გამოიცა ინგლისში 2000 წლის 10 ივლისს, ხოლო აშშ-ში - 2000 წლის 7 ნოემბერს. ეს ჯგუფის ერთადერთი ალბომია, რომლის გამოშვების თარიღიც აშშ-ში გადადებულ იქნა. ალბომმა მალე დაიკავა პირველი ადგილი დიდ ბრიტანეთში და ჩარტებში 33 კვირის განმავლობაში დარჩა. ამ ალბომმა Coldplay-ს შემდეგი გაჰიტებული სინგლები მოუტანა: Shiver, Yellow, Trouble და Don't Panic. მან ბილბორდ 200-ში 51-ე ადგილი დაიჭირა, ხოლო მისმა საბოლოო გაყიდვებმა 2 მილიონს მიაღწია. Parachutes დასახელებულ იქნა #14 ადგილზე ინგლისის მუსიკალური ტელევიზიის Channel 4-ის 100 ყველა დროის საუკეთესო ალბომებს შორის. 2006-ში კი ალბომმა #33 ადგილი დაიკავა მუსიკალური ჟურნალის NME-ის მიერ გამოქვეყნებულ 100 საუკეთესო ალბომების სიაში. თუმცა, კრის მარტინმა თქვა რომ „Coldplay Parachutes-ის მიღმა იყურება. ჩვენ ვიცით რომ ეს საშინელი მუსიკაა, თქვა მან,ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ რომ ვიფიქროთ იმაზე, თუ რა შეგვიძლია გავაკეთოთ ამის შემდეგ.“ ისტორიაალბომის უდიდესი ნაწილი ჩაწერილ იქნა ლივერპულის სტუდიაში პარ სტრიტი. ამ პროცესმა ცხრიდან ათ კვირამდე გასტანა და ორი მინი ტურნეთი იქნა შეფერხებული. თუმცა, High Speed ჩაწერილ იქნა დროებით პროდიუსერ კრის ელისონთან ერთად 1999 წლის ზაფხულში სტუდიაში ორინოკო, ლონდონში. Parachutes აღიარებული იყო როგორც ალტერნატიული როკ ჟღერადობის მქონე, რომელიც მსგავსი იყო ჯგუფ Radiohead-ის ჟღერადობისა, ამ ჯგუფის ყოფნის დროს The Bends/Ok Computer -ის ერაში. ფაქტობრივად, ივარაუდება რომ ალბომის კომერციულ წარმატებაში დიდი როლი Radiohead-ის მსმენელებს მიუძღვით, რადგან მათი მუსიკალური გემოვნება დაშორდა Radiohead-ისას მათი ექსპერიმენტული და ელექტრონული გავლენის მქონე ალბომის Kid A გამოსვლის შემდეგ. მომადუნებელი და ხშირად წყნარი, Parachutes-ის მუსიკა საკმაოდ განსხვავებულია იმ პოპ-როკ ჟღერადობიგან, რომელიც დომინირებს Coldplay-ს შემდგომ ნამუშევრებში, განსაკუთრებით კი ალბომში X&Y. ფოლკლორული, ადვილად სმენადი გრძნობა მხოლოდ ამ ალბომს ახასიათებს ჯგუფის მთელს დისკოგრაფიაში, უმრავლესობა სიმღერების ჟგერადობისა, როგორებიცაა High Speed, We Never Change და სათაურად გამოყენებული ტრეკის, აკუსტიკური გიტარის,ოსტატურად და დახვეწილად გადაფარული ელექტრონული ნაწილების და პიანინოს დელიკატური მელოდიებისაგან გამომდინარეობს. უფრო მაღალბიტიანი სიმღერები, როგორიცაა Yellow და Shiver გიტარის უფრო ხმამაღალ აკორდებს იყენებენ, თუმცა ეს ტრეკები არასდროს არ უახლოვდებიან მძიმე როკის ჟანრს. ეს ფაქტი იმ დროისთვის უფრო უნიკალური იყო, რადგან ბრიტანული მუსიკალური სცენა 90-იანი წლებიდან იმ დროს ის-ის იყო გამოდიოდა, სადაც გიტარის დამლეწავი ბენდებისსიმღერები მეფობდა, როგორიც ოაზისია. თუმცა, წინა წლის საუკეთესოდ გაყიდვადი ალბომი The Man Who იყო შოტლანდიური ჯგუფისგან Travis. Coldplay, როგორც სჩანს სარგებლობდა Travis-ის მიერ გაკვალული გზით და ამ ჯგუფს თანდათან ჩრდილავდა თავისი პოპულარობით. ალბომის მესამე სიმღერამ Spies ჩინეთის ხელისუფლების მცირე ინტერესიც მიიპყრო. მათ ამ სიმღერის ანტიკომუნისტური ინტერპრეტირება მოახდინეს. ამან მთელ ქვეყანაში ალბომის აკრძალვა გამოიწვია. გიტარისტი ჯონ ბაკლენდი ამბობს,ჩვენ ჩინეთში სომღერა Spies გამო აგვკრძალეს, ძალიან უცნაურია. ალბომის გარეკანზე გლობუსის ფოტო იყო გამოსახული, რომელიც თავად ბენდის მიერ იყო გადაღებული კოდაკის ხელის ფოტოაპარტით. გლობუსი 10 ფუნტად იყო ნაყიდი მაღაზია WH Snith-ში; ეს გლობუსი გადაიღეს სიმღერების Shiver და Don't Panic კლიპებში, ამასთან ის ჯგუფის მიერ გამართულ ტურნეში გამოიყენებოდა. ალბომი ეძღვნებოდა ჯგუფის დრამერის, უილ ჩემპიონის დედის, დოქტორ სარა ჩემპიონის ხსოვნას, რომელიც 2001 წელს კიბოსგან გარდაიცვალა. სიმღერების სიაLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted ჯილდოები
გამოცემის დეტალები
ჩარტებიყოველკვირეული ჩარტები |
წლის შემაჯამებელი ჩარტი
ყველა დროის ჩარტები
სქოლიო
|