The Best of the Pink Floyd
The Best of the Pink Floyd / Masters of Rock | ||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ფაილი:Pink-Floyd-The-Best-Of-The-P-248586.jpg | ||||||||||||||||
greatest — | ||||||||||||||||
გამოცემის თარიღი | 1970 | |||||||||||||||
ჩაიწერა | 1967–1968 | |||||||||||||||
ჟანრი | როკ-მუსიკა | |||||||||||||||
ხანგრძლივობა | Script error: No such module "hms". | |||||||||||||||
ლეიბლი | Columbia (EMI) | |||||||||||||||
პროდიუსერი | ნორმან სმითი, ჯო ბოიდი | |||||||||||||||
პინკ ფლოიდი — ქრონოლოგია | ||||||||||||||||
The Best of the Pink Floyd, აგრეთვე გამოცემული დისკის Masters of Rock სახით — 1970 წელს გამოსული ნაკლებად ცნობილი, დაბალბიუჯეტიანი კრებული, რომელიც შეიცავს ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის 1967-1968 წლებში ჩაწერილ სიმღერებს. ალბომის პირველი ვერსია გამოვიდა 1970 წელს, ნიდერლანდებში, მოგვიანებით კი უნგრეთში. 1974 წელს შეიმუშავეს მისი ახალი დიზაინი. ამ სახით იგი გამოიცა გერმანიაში, იტალიაში და ნიდერლანდებში. გარეკანზე გამოყენებულია სურათი ალბომიდან Meddle, რომელზეც გილმორის სახის მაგივრად გამოტანილია სიდ ბარეტის ფოტოსურათი. The Best of გამოვიდა მხოლოდ მონო გრამფირფიტის სახით და ამრიგად, მხოლოდ მასზე იყო შესაძლებელი Apples and Oranges-ის მონო ვერსიის მოსმენა. ეს აგრეთვე იყო ერთადერთი გრამფირფიტა, რომელზეც ჩაწერილი იყო It Would Be So Nice, შეცვლილი რადიოეთერისთვის. მასში ნახსენები Daily Standard, გამოცემა Evening Standard-ის მაგივრად. ამჟამად Masters of Rock არ გამოიცემა, თუმცა არსებობს მისი ბევრი მეკობრული ვერსია.[1][2][3][4] სიმღერების სიაყველა სიმღერა არის ორიგინალური სინგლებიდან, გარდა აღნიშნულისა. მხარე 1
მხარე 2
პერსონალი
სქოლიო
|