„Julia Dream“ — როჯერ უოტერსის მიერ დაწერილი ჯგუფ პინკ ფლოიდის სიმღერა[1][2] იგი გამოვიდა ჯგუფის მეოთხე სინგლზე „It Would Be So Nice“ (1968). აგრეთვე მოხვდა ჯგუფის კომპილაციურ ალბომებში The Best of the Pink Floyd, Relics და The Early Singles (ბოქს-სეტიდანShine On).
არსებობდა ჯგუფის მოყვარულების თეორია, თითქოს სიმღერის ბოლოს როჯერ უოტერსი ჩურჩულებს - „სიდ...“.
სიმღერა ცალკე შესრულდა მხოლოდ BBC-ისთვის. საარქივო ჩანაწერი ბოქს-სეტის The Early Years 1965–1972 შემადგენლობაში შევიდა.
მარკ ლენეგანი სიმღერას 2010 წლის აკუსტიკურ კონცერტებზე ასრულებდა.[3]
Acid Mothers Temple-ის ვერსია შეტანილია 2011 წლის საკონცერტო აკუსტიკურ ალბომში Live as a Troubadour.
Mostly Autumn-ის ვერსია შეტანილია 2005 წლის DVD-ში Pink Floyd Revisited.
Shadow Gallery-ის ვერსია შეტანილია „Floydian Memories“-ში, რომელიც, თავის მხრივ, შეტანილია 2005 წლის ალბომში Room V.