Three Sides Live
Three Sides Live | ||||||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ფაილი:Genesis-Three-Sides-Live-380712.jpg | ||||||||||||||||||||
live — | ||||||||||||||||||||
გამოცემის თარიღი | 1 ივნისი, 1982 | |||||||||||||||||||
ჩაიწერა |
შემოდგომა 1981 გამონაკლისი - Follow You Follow Me და One For The Vine: 1980, Fountain Of Salmacis: 1978 და It/Watcher of the Skies: 1976 | |||||||||||||||||||
ჟანრი |
პოპ-როკი პროგრესული როკი | |||||||||||||||||||
ხანგრძლივობა | Script error: No such module "hms". | |||||||||||||||||||
ლეიბლი |
Charisma/Virgin (ბრიტანეთი) Atlantic (აშშ) | |||||||||||||||||||
პროდიუსერი | ჯენესისი | |||||||||||||||||||
ჯენესისი — ქრონოლოგია | ||||||||||||||||||||
Three Sides Live — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ ჯენესისის მესამე საკონცერტო ალბომი, რომელიც გამოვიდა 1982 წელს. აგრეთვე გამოსულია ამავე სახელწოდების ვიდეოფილმიც. ისტორიაამ ალბომის სახელწოდება აღებულია ორიგინალური ამერიკული გამოცემიდან, რომელშიც შეტანილია ჯგუფის ოთხი ფირფიტა, 1981 წლის, ალბომის Abacab მხარდასაჭერი საკონცერტო ტურნეს ჩანაწერებით. მეოთხე ფირფიტაზე ჩაწერილია სხვადასხვა სტუდიური სიმღერა - მათი ნაწილი გამოიცა ბრიტანულ დისკზე 3 X 3. მეოთხე დისკში აგრეთვე არის ალბომის Duke სტუდიური სესიების შედეგად ჩაწერილი რამდენიმე სიმღერა, რომელიც არ შეიტანეს ამ დისკში. „Paperlate“, რომელიც მოხვდა 3 X 3-ში, იქცა ბრიტანული პოპულარული სიმღერების რეიტინგის მონაწილედ და მცირე წარმატებით მოიარა აშშ-ის ჩარტებიც. 1994 წელს ალბომს ჩაუტარდა რემასტერინგი და იგი გამოიცა მსოფლიო მასშტაბით. დამატებითი ხუთი სტუდიური ჩანაწერი ასევე შესულია 2000 წლის კრებულში Genesis Archive 2: 1976–1992. 1982 წელს, გამოსვლისას, ალბომი მოხვდა #2 ადგილზე ბრიტანულ, ხოლო #10-ზე - აშშ რეიტინგებში. ისევე, Seconds Out, ჯგუფის წინა საკონცერტო ალბომი, Three Sides Live ასახავს კიდევ ერთ მთავარ პერიოდს ჯგუფის განვითარებაში. როგორც საკონცერტო ჯგუფი, ჯენესისი ინსტრუმენტული შესრულების სიზუსტის პიკზეა, სიმღერები კი სტუდიური ვერსიების უფრო ენერგიული გადამუშავების სახით წარმოგვიდგება. კონცერტზე ყურადღება გამახვილებულია ალბომების Duke და Abacab სიმღერებზე. Duke-ის რამდენიმე სიმღერა სრულდება ერთად, როგორც ციკლი. მესამე „მხარე“ შეიცავს სიმღერებს, რომლებიც ასევე სრულდებოდა წინა ტურებზე - ასეთია „In the Cage“, რომელიც სრულდება უფრო ადრინდელი სიმღერების პოპურის ციკლში. სიმღერების სიაყველა სიმღერის ავტორები არიან: ტონი ბენქსი, ფილ კოლინზი, მაიკ რეზერფორდი, გარდა აღნიშნულისა. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ვიდეო
Three Sides Live აგრეთვე 1982 წელს გამოიცა საკონცერტო ფილმის სახით, რომელიც ასახავს ჯენესისის ამავე წლის საკონცერტო ტურნეს კონცერტს ლონგ აილენდის ნასაუ კოლიზეუმში. სიმღერები აღებულია ჯგუფის იმ დროისათვის უკანასკნელი ორი ალბომიდან Duke და Abacab. აგრეთვე სრულდება უფრო ადრინდელი სიმღერებიც, ნაწილი - პოპურის სახით. ფილმში ასევე გამოყენებულია კულისებში და მოგზაურობისას გადაღებული კადრები. „Turn It On Again“ ამ ვიდეოდან აგრეთვე შეტანილია 1988 წლის კრებულში Genesis Videos Volume 2, ორიგინალური მუსიკალური ვიდეოს მაგივრად. მოგვიანებით, 1991 წლის ოქტომბერში ფილმი გამოვიდა ვიდეოკასეტებზე. DVD-ზე იგი გამოვიდა The Movie Box-ის შემადგენლობაში. საბოლოოდ, 2014 წლის 4 ნოემბერს იგი გამოვიდა Blu-Ray-ზე და ცალკე DVD-ზე.[1] სიმღერების სია
პერსონალი
ტურნესაკონცერტო ტურნეს Three Sides Live მსვლელობისას ძირითადად სრულდებოდა:
Paperlate და „No Reply At All“ შესრულდა რამდენიმე ამერიკულ კონცერტზე. ნიუ-იორკსა და ლოს-ანჯელესში ამ კომპოზიციას ჯგუფთან ერთად ასრულებდნენ Earth Wind and Fire-ის მესაყვირეები. რესურსები ინტერნეტშისქოლიოLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |