Abacab
Abacab | ||||||||||||||||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ფაილი:Genesis-Abacab---BlueGrey-380201.jpg | ||||||||||||||||||||||||||||||
studio — | ||||||||||||||||||||||||||||||
გამოცემის თარიღი | 18 სექტემბერი, 1981 | |||||||||||||||||||||||||||||
ჩაიწერა | მაისი - ივნისი, 1981, The Farm, სურეი | |||||||||||||||||||||||||||||
ჟანრი |
პოპ-როკი პროგრესული როკი | |||||||||||||||||||||||||||||
ხანგრძლივობა | Script error: No such module "hms". | |||||||||||||||||||||||||||||
ლეიბლი |
Charisma/Virgin (ბრიტანეთი) Atlantic (აშშ) | |||||||||||||||||||||||||||||
პროდიუსერი | ჯენესისი | |||||||||||||||||||||||||||||
ჯენესისი — ქრონოლოგია | ||||||||||||||||||||||||||||||
თარგი:ალბომის რეიტინგები Abacab — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ ჯენესისის მეთერთმეტე სტუდიური ალბომი, რომელიც გამოვიდა 1981 წელს. მიმოხილვაჯენესისმა ამ ალბომით განაინაცვლა უფრო მსუბუქი მუსიკისკენ, რაც უკვე დაიწყო დისკში Duke. როგორც მოყვარულებმა, ასევე კრიტიკოსებმა არაერთგვაროვანი შეფასება მისცეს ჯგუფის ამ თამამ ექსპერიმენტს. მაგრამ თავად ჯგუფის წევრების თქმით, მიმდინარეობის შეცვლა იყო ბუნებრივი, რადგან აუცილებელი იყო საკუთარი თავის გადარჩენა, ცვალებად მუსიკალურ სცენაზე, რომელსაც იპყრობდა 80-იანების ჟღერადობა. შედეგად, „სასათაურო სიმღერა“, „No Reply At All“, „Keep It Dark“ და „Man On The Corner“ იქცნენ წარმატებულ სინგლებად. ალბომი მათი დახმარებით მოხვდა ბრიტანეთის პოპულარული დისკების ჩარტების #1 ადგილზე, გაიყიდა რამდენიმე მილიონი ასლის ოდენობით და იქცა ჯგუფის პირველ პლატინის დისკად აშშ-ში. Abacab გამოირჩევა ფილ კოლინზის მიერ შემუშავებული დასარტყმელი საკრავების პარტიებით - ელექტრონულ ინსტრუმენტებზე, რამაც დისკს იმ დროისათვის თანამედროვე ჟღერადობა შესძინა. თუმცა, იგივე ეხება პიტერ გებრიელის იმდროინდელ ნაშრომებს, მით უმეტეს, რომ ყველას საერთოდ პროდიუსერი ჰიუ პეჯემი იყო. გარდა ჯენესისისათვის დამახასიათებელი ტრადიციული ელემენტების გამოყენებისა, დისკში ინტეგრირებულია ახლებიც - ჯგუფის Earth, Wind & Fire სტილის საყვირების სექციები (რომლებიც ასევე ფილ კოლინზის ალბომებზე გამოჩნდა), ფანკის რითმები („Dodo/Lurker“) და სხვა. წლების მანძილზე ჯენესისი გარე პროდიუსერების დახმარებას იყენებდა. იგივე შეიძლება ითქვას ამ დისკზეც, მაგრამ საგულისხმოა, რომ პროდიუსერების სახით ტრიოს წევრებმაც ჩაწერის პროცესში მნიშვნელოვანი წილი შეიტანეს. ალბომის სახელწოდება აღებულია სასათაურო კომპოზიციიდან. გიტარისტ მაიკ რეზერფორდის თქმით, კომპოზიცია სამ ნაწილად იყოფა. შესაბამისად, სამივე იყო აღნიშნული a, b და c ასოებით. ჯგუფმა თავად დაალაგა ნაწილების თანმიმდევრობა და მიიღო ასეთი ქრონოლოგია - Accaabbaac. მიუხედავად სტილისტური ცვლილებებისა, Abacab ითვლება ჯენესისის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოცემად, რომელმაც მსმენელი მოამზადა შემდგომი ექსპერიმენტებისათვის - Genesis და Invisible Touch. ჯგუფი მოექცა პანკის/ახალი ტალღის რევოლუციის გავლენის ქვეშ და ეს ყველაფერი გამოიტანა მინიმალისტური, ხალისიანი სიმღერების სახით, რომლებმაც ტრიო მოისროლეს ჩარტებში ისე, როგორც არასდროს. ალბომისთვის დაიწერა კიდევ სამი სიმღერა - „Paperlate“, „You Might Recall“, და „Me & Virgil“. სამივე გამოიცა EP დისკზე 3 X 3, რომელიც ასევე მოხვდა ბრიტანული სინგლების ჩარტებში. სიმღერები ასევე შეიტანეს დისკზე Three Sides Live (1982). კიდევ ორი სიმღერა, „Naminanu“ და „Submarine“ გამოიცა ალბომის სინგლების B-გვერდებზე, მაგრამ თავდაპირველად ისინი უნდა შეეტანათ სიმღერებთან „Dodo/Lurker“ ერთად, რადგან ეს ორი კონცეპტუალური პიესის ხასიათს ატარებს. სიმღერების სიაყველა სიმღერის ავტორები არიან ტონი ბენქსი, ფილ კოლინზი, მაიკ რეზერფორდი, გარდა აღნიშნულისა. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted B-მხარეები
პერსონალი
ტურნეალბომის შემდგომი ტურნეს მსვლელობისას სრულდებოდა შემდეგი სიმღერები:
სერტიფიცირებები
რესურსები ინტერნეტშისქოლიო
|