შინაარსზე გადასვლა

კარბოთერმია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
20:09, 3 თებერვალი 2015-ის ვერსია, imported>Henry McCleanBot (clean up, replaced: ღებულობენ → იღებენ using AWB)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

კარბოთერმია — მეტალურგიული პროცესი, რომლის დროსაც ხდება ლითონების აღდგენა მათი ნაერთებიდან ნახშირბადითა და ნახშირბადის შემცველი მასალებით მაღალი ტემპერატურის პირობებში. ყველაზე უფრო გავრცელებული ნახშირბადშემცველი მასალაა მეტალ. კოქსი. განასხვავებენ პირდაპირ და არაპირდაპირ აღდგენას. პირველ შემთხვევაში აღდგენა ხდება მყარი ნახშირბადით, მეორე შემთხვევაში კი — ნახშირჟანგით. კარბოთერმული აღდგენა საფუძვლად უდევს რკინის მეტალურგიას (იხ. ბრძმედული წარმოება). ფერად მეტალურგიაში კარბოთერმიის მეშვეობით იღებენ ტყვიას, კალას, თუთიას და ზოგიერთ სხვა ლითონს.

ლიტერატურა