თორნიკე ოქრიაშვილი
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permittedLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permittedLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted თორნიკე ოქრიაშვილი (დ. 12 თებერვალი, 1992) — ქართველი ფეხბურთელი, საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი.
კარიერა
საკლუბო
ოქრიაშვილმა კარიერა დაიწყო რუსთავის „ოლიმპის“ ახალგაზრდულ გუნდში. 2008-2009 წლების სეზონში 1 მატჩი ჩაატარა კლუბ „გაგრაში“. შემდეგ სეზონში კლუბის შემადგებლობაში 22 მატჩში მიიღო მონაწილეობა და გაიტანა 1 გოლი. „გაგრამ“ იმ სეზონში ბოლო, მე-10 ადგილი დაიკავა საქართველოს უმაღლეს ლიგაში და ჩამოქვეითდა პირველ ლიგაში.
2010 წლის ივნისში სინჯებზე იმყოფებოდა სანქტ-პეტერბურგის „ზენიტში“. მასთან კონტრაქტის გაფორმებით იყვნენ ასევე დაინტერესებულები ბელგიური „ანდერლეხტი“ და ზოგიერთი ნიდერლანდური, თურქული და გერმანული კლუბი.
2010 წლის ბოლოს ოქრიაშვილი ნახევარწლიანი იჯარით აიყვანა „დონეცკის შახტარმა“, მისი სატრანსფერო უფლებების გამოსყიდვის პირობით[1]. კლუბმა მის იჯარაში გადაიხადა 1 მილიონი ევრო.
2011 წლის იანვარში ის იჯარით აიყვანა მარიუპოლის „ილიჩევეცმა“, რომლის მთავარი მწვრთნელიც იყო „შახტარის“ ახალგაზრდული გუნდის ყოფილი მწვრთნელი ვალერი იარომჩენკო.[2]
უკრაინის პრემიერ ლიგაში ოქრიაშვილის დებიუტი შედგა 2011 წლის 4 მარტს ზაპოროჟიეს „მეტალურგთან“ 0-4 წაგებულ მატჩში[3].
2014 წლის 28 ივლისს კონტრაქტი გააფორმა ბელგიურ „გენკთან“. 2016 წლის იანვრიდან ნახევარწლიანი იჯარით შეუერთდა ესქიშეჰირის საფეხბურთო კლუბ „ესქიშეჰირსფორს“.
„კრასნოდარში“ გატარებული ორი წლის შემდეგ, კლუბის ხელმძღვანელობამ და თორნიკე ოქრიაშვილმა კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტეს. ქართველს ჯვარედინი მყესების ტრავმა ორჯერ ჰქონდა, რის გამოც მან რუსული კლუბის მაისურით მხოლოდ 20 მატჩი ჩაატარა. ამ ხნის განმავლობაში, ოქრიაშვილმა „კრასნოდარის“ გულშემატკივრებს თავი „ზენიტისა“ და „სევილიას“ კარში გატანილი „მაკრატელებით“ დაამახსოვრა.
სანაკრებო
2009 წელს ოქრიაშვილის დებიუტი შედგა საქართველოს 21 წლამდელთა ნაკრებში ირლანდიელ თანატოლებთან ფრედ, 1-1 დასრულებულ მატჩში, სადაც მან სრულად მიიღო მატჩში მონაწილეობა.
2010 წლის 17 ნოემბერს ოქრიაშვილის დებიუტი შედგა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში სლოვენიასთან სტუმრად 2-1 მოგებულ ამხანაგურ მატჩში.[4] იმ მატჩში ოქრიაშვილი მოედანზე შევიდა 62-ე წუთზე ნიკოლოზ გელაშვილის ნაცვლად.
2012 წლის 7 სექტემბერს 2014 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის საშინაო მატჩში ეროვნული ნაკრების მაისურით ბელარუსის ნაკრებთან ოქრიაშვილმა გაიტანა მატჩის ერთადერთი გოლი.
სანაკრებო სტატისტიკა
- განახლდა: 15 ნოემბერი, 2021
ეროვნული ნაკრები | წელი | მატჩი | გოლი |
---|---|---|---|
საქართველო |
2010 | 1 | 0 |
2012 | 6 | 1 | |
2013 | 4 | 0 | |
2014 | 7 | 3 | |
2015 | 8 | 1 | |
2016 | 8 | 3 | |
2018 | 2 | 1 | |
2019 | 4 | 0 | |
2020 | 5 | 3 | |
2021 | 5 | 1 | |
ჯამში | 50 | 13 |
მიღწევები
საკლუბო
- კვიპროსის თასი: 2020–21
- საქართველოს სუპერთასი: 2024[5]
ინდივიდუალური
რესურსები ინტერნეტში
- თორნიკე ოქრიაშვილი — საქართველოს ეროვნული ლიგის საიტზე
- თორნიკე ოქრიაშვილი — საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საიტზე
თემატური საიტები |
---|
AFS · AS.com · BDFA · EU-Football.info · FBref.com · Soccerway · Transfermarkt · WorldFootball.net · UEFA |
სქოლიო
- ↑ «Шахтёр» взял грузинского «технаря». Официальный сайт ФК «Шахтёр». დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-02-01. ციტირების თარიღი: 2020-09-15.
- ↑ Трансферы клуба. Официальный сайт ФК «Шахтёр». დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-03. ციტირების თარიღი: 2020-09-15.
- ↑ «Ильичёвец» феерит в Запорожье. Football.ua. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-29. ციტირების თარიღი: 2020-09-15.
- ↑ Протокол матча. soccerway.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-12-22. ციტირების თარიღი: 2020-09-15.
- ↑ Iberia 1999 0–2 Dinamo Tbilisi / Super Cup. soccerway
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
|
- Pages with script errors
- დაბადებული 12 თებერვალი
- დაბადებული 1992
- ქართველი ფეხბურთელები
- გაგრას ფეხბურთელები
- დონეცკის შახტარის ფეხბურთელები
- მარიუპოლის ილიჩევეცის ფეხბურთელები
- ოდესის ჩერნომორეცის ფეხბურთელები
- თბილისის დინამოს ფეხბურთელები
- კრასნოდარის ფეხბურთელები
- საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები
- საქართველოს წლის ფეხბურთელები
- რუსთავში დაბადებულები
- ეროვნული ლიგის ფეხბურთელები
- ბელგიის პირველი დივიზიონი A-ს ფეხბურთელები
- თურქეთის საფეხბურთო სუპერლიგის ფეხბურთელები
- რუსეთის პრემიერ ლიგის ფეხბურთელები
- უკრაინის საფეხბურთო პრემიერლიგის ფეხბურთელები
- ანორთოსისის ფეხბურთელები
- ესქიშეჰირსფორის ფეხბურთელები
- გენკის ფეხბურთელები