შინაარსზე გადასვლა

სივაში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
22:21, 18 მარტი 2013-ის ვერსია, imported>Henry McClean
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
სივაში, უკრაინა

სივაში — პატარა ყურეების სისტემა აზოვის ზღვის დასავლეთ ნაპირთან. სიგრძე 112 კმ, ფართობი დაახლოებით 2560 კმ². აზოვის ზღვიდან გამოყოფილია არაბატის ისარას ვიწრო ქვიშიანი ცელათი. ზღვას უკავშირდება გენიჩესკის სრუტით. ნაპირები დაბალია, დამრეცი. ზაფხულობით იფარება მარილის ფენით. სივაში ეწოდება აგრეთვე ზოგიერთ სხვა პატარა ყურეს ყირიმში.

ლიტერატურა

მოძიებულია „https://wiki.ge/w/index.php?title=სივაში&oldid=145310“-დან