შინაარსზე გადასვლა

დომოვოი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
21:19, 25 აპრილი 2022-ის ვერსია, imported>ხომლელი (მომხმარებელმა ხომლელი გვერდი „ფუძის ანგელოზი“ გადაიტანა გვერდზე „დომოვოი“: სტატია ეხება კონკრეტულად სლავურ პერსონაჟ დომოვოის და მისი გაიგივება ქართველურ, აღმოსავლეთ მთიანეთის ფუძის ანგელოზთან ფაქტიურად შეუძლებელია. იქმნება ფუძის ანგელოზის ახალი სტატია.)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

დომოვოი, დომოვიკი, (რუს. Домовой) — სხვადასხვა სლავი ხალხების მითოლოგიური პერსონაჟი.

სლავურ მითოლოგიაში

აღმოსავლეთ სლავურ მითოლოგიაში სახლის კეთილი ან ავი სული. წარმოდგენილია ადამიანის იერით, ხშირად თეთრი ბეწვით შემოსილი მოხუცი და ა. შ. მჭიდროდ არის დაკავშირებული სახლის კეთილდღეობასთან, განსაკუთრებით საქონელთან: მისი კეთილმოსურნე ან მტრული ურთიერთობისაგან დამოკიდებული იყო საქონლის ჯანმრთელობა. დომოვოისთან დაკავშირებული ზოგიერთი წეს-ჩვეულება, ადრე შესაძლოა უკავშირდებოდა „საქონლის ღმერთს“ — ველესს. გამოიყოფოდა დომოვოის ორი სახეობა. თქმულებით იგი გადაიქცეოდა ხოლმე კატად, ძაღლად, ძროხად, ზოგჯერ გველად, ვირთხად ან ბაყაყად. დომოვოი შესაძლოა გამხდარიყო ზიარების გარეშე დარჩენილი გარდაცვლილი ადამიანი.

რესურსები ინტერნეტში

მოძიებულია „https://wiki.ge/w/index.php?title=დომოვოი&oldid=155943“-დან