ვახტანგ ქორიძე
თარგი:მრავალმნიშვნელოვნება/დიზაინი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permittedLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permittedLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted ვახტანგ ქორიძე (დ. 24 დეკემბერი, 1949, ბათუმი, საქართველოს სსრ) — ქართველი და საბჭოთა ფეხბურთელი, ნახევარმცველი. სხვადასხვა დროს იცავდა ბათუმის „დინამოს“, თბილისის „დინამოს“, ლანჩხუთის „გურიას“ და საბჭოთა კავშირის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ღირსებას. საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1978), ვიცე-ჩემპიონი (1977) და ორგზის ბრინჯაოს პრიზიორი. საბჭოთა კავშირის თასის ორგზის მფლობელი (1976, 1979) და ფინალისტი (1980) თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში. საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი (1975), ღირსების ორდენის კავალერი.
კარიერა
საკლუბო კარიერა
ფეხბურთის თამაში დაიწყო 1963 წელს ბათუმში მწვრთნელ ლ. ვერულიძესთან. შვიდი სეზონის განმავლობაში თამაშობდა ბათუმის „დინამოში“. 1969 წლიდან თბილისის „დინამოს“ რიგებშია. ძირითად შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდა იმავე წლის 25 ნოემბერს.[1][2]
შემდეგ ისევ ბათუმის „დინამოშია“. 1975 წლიდან კი კვლავ თბილისის „დინამოს“ ღირსებას იცავს, სადაც 1980 წლამდე თამაშობს. საფეხბურთო კარიერას 1981 წელს ლანჩხუთის „გურიაში“ ასრულებს.
ვახტანგ ქორიძემ თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში უმაღლესი ლიგის საკავშირო ჩემპიონატის 146 მატჩი ჩაატარა და 22 გოლი გაიტანა. ევროპული საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირების ფარგლებში კი „დინამოს“ ღირსება 16 შეხვედრაში დაიცვა, აქედან სამი — თასების მფლობელთა თასის, ათი — უეფა-ს თასის და სამიც — ევროპის ჩემპიონთა თასის გათამაშებაში.[3]
სანაკრებო კარიერა
მისი დებიუტი საბჭოთა კავშირის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებში შედგა 1979 წლის 28 მარტს, ამხანაგურ მატჩში ბულგარეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ.[4] მან ასევე ითამაშა 1980 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მატჩში უნგრეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ[5][6] და გაიტანა გოლი ამხანაგურ შეხვედრაში ჩეხოსლოვაკიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ.[7]
მიღწევები
საკლუბო
ჩემპიონი: 1978
- ესკიზის შექმნის შეცდომა: ვიცე-ჩემპიონი: 1977
- ესკიზის შექმნის შეცდომა: ბრინჯაოს პრიზიორი: 1976 (გ.), 1976 (შ.)
- ფაილი:Cup Winner.png თასის მფლობელი: 1976, 1979
- ფაილი:Cup Finalist.png ფინალისტი: 1980[8][9]
სანაკრებო
- საქართველოს სსრ–ის დროშა საქართველოს სსრ ნაკრები
- სსრ კავშირის სპარტაკიადა
- ესკიზის შექმნის შეცდომა: ვიცე-ჩემპიონი: 1979[10]
ფაქტები
2011 წლის 17 მაისს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, თბილისის „დინამოს“ მიერ თასების მფლობელთა თასის მოპოვების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით 1981 წლის თბილისის „დინამოს" სრულ შემადგენლობასა და სამწვრთნელო შტაბთან ერთად — ვახტანგ ქორიძეს საქართველოს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა.[11]
2015 წლის 15 ოქტომბერს ვახტანგ ქორიძე საქართველოს ვეტერან ფეხბურთელთა კავშირის თავმჯდომარედ აირჩიეს.[12]
ბიბლიოგრაფია
<templatestyles src="თარგი:Refbegin/styles.css" />
- თედორაძე, ზურაბ (2002). თბილისის „დინამო“ : ციფრები, ფაქტები, კომენტარები, 1936–1989. თბ..
- თედორაძე, ზურაბ (1999). თბილისის „დინამო“ ციფრებში, 1936–1989. თბ.: სტამბა–96.
- მოსაშვილი, მინდია (1982). მარადიული დღესასწაული. თბ.: ხელოვნება.
- გორელოვი, იან (1979). „დინამო“—78 (ფოტოალბომი). თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- ჟორდანია, ანდრო (1976). ფიქრები ქართულ ფეხბურთზე. თბ.: საბჭოთა საქართველო.
- მოსაშვილი, მინდია (1979). თბილისის დინამო 1978 წლის სსრკ ჩემპიონი. თბ.: ხელოვნება.
- აკოფოვი, გარუნ; კაკაბაძე, მიხეილ (1980). ფეხბურთი—80 : (ცნობარი). თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- აკოფოვი, გარუნ; კაკაბაძე, მიხეილ (1979). ფეხბურთი—79 : (ცნობარი). თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- აკოფოვი, გარუნ; კაკაბაძე, მიხეილ (1978). ფეხბურთი—78 : (ცნობარი). თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- აკოფოვი, გარუნ (1977). ფეხბურთი—77 : (ცნობარი–კალენდარი ). თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- აკოფოვი, გ. (1976). ფეხბურთი—76 : ცნობარი–კალენდარი. თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- აკოფოვი, გარუნ (1975). ფეხბურთი—75 : (ცნობარი–კალენდარი ). თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- აკოფოვი, გარუნ (1976). ასე ნანატრი გამარჯვება. თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- აკოფოვი, გარუნ; კაკაბაძე, მიხეილ (1979) მეორედ — ოლიმპზე. თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
პერიოდიკა
<templatestyles src="თარგი:Refbegin/styles.css" />
- მებურიშვილი, ტაგუ, „გაისმის მთად და ბარად მათი დიდების ექო“... // „ლელო“, 11 ნოემბერი, 1978, № 220 (6275), გვ. 2–3.
რესურსები ინტერნეტში
<templatestyles src="თარგი:Refbegin/styles.css" />
თემატური საიტები |
---|
AFS · Dinamo-Tbilisi.ru · National Football Teams · КЛИСФ · FootballFatabase.eu · Eu-Football.info · FootballFacts.ru · Rusteam.Permian.ru |
ლექსიკონები და ენციკლოპედიები |
---|
უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი · ბიოგრაფიული ლექსიკონი |
ფოტო |
---|
ციფრული ფოტომატიანე „ივერიელი“ · ქართული სპორტი |
ვიდეო |
---|
ვიზიტი ვეტერანთან – ვახტანგ ქორიძე · ტუხა ქორიძე – მე ბათუმელი ვარ |
სქოლიო
- ↑ «Динамо» Тбилиси 2–0 «Динамо» Киев.
- ↑ გუშინ // „ლელო“, 26 ნოემბერი, 1969, № 231 (3970), გვ. 4.
- ↑ Коридзе Вахтанг Ионович. Игры.
- ↑ Soviet Union 3–1 Bulgaria.
- ↑ Soviet Union 2–2 Hungary.
- ↑ СССР 2–2 Венгрия. uefa.com.
- ↑ Soviet Union 3–0 Czechoslovakia.
- ↑ ვახტანგ ქორიძე — 68. fcdinamo.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-09-08. ციტირების თარიღი: 2022-05-04.
- ↑ Shakhtyor Donetsk 2–1 Dinamo Tbilisi / Soviet Union Cup 1980.
- ↑ Сборная Москвы 2–1 Сборная Грузии. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-08-02. ციტირების თარიღი: 2022-05-04.
- ↑ თბილისის დინამოელებს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭათ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-12-22. ციტირების თარიღი: 2022-05-04.
- ↑ ვახტანგ ქორიძე: სირცხვილი იქნებოდა, გელა კეტაშვილი არ დაგვეფასებინა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-04-05. ციტირების თარიღი: 2022-05-04.
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- Pages with script errors
- გვერდები ფაილების არასწორი ბმულებით
- ბათუმში დაბადებულები
- დაბადებული 1949
- დაბადებული 24 დეკემბერი
- ქორიძეები
- ქართველი ფეხბურთელები
- საბჭოთა ფეხბურთელები
- საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატის ფეხბურთელები
- საბჭოთა კავშირის ნაკრების ფეხბურთელები
- ბათუმის დინამოს ფეხბურთელები
- თბილისის დინამოს ფეხბურთელები
- ლანჩხუთის გურიას ფეხბურთელები
- საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატები
- საქართველოს ღირსების ორდენის კავალრები