28 ნოემბერი
იერსახე
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
28 ნოემბერი — გრიგორიანული კალენდრის 332-ე დღე (ნაკიან წლებში – 333-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 33 დღე.
დღის მოვლენები
- 1520 : სამხრეთ ამერიკის ყურის გაცურვის შემდეგ პორტუგალიელი მკვლევარი ფერდინანდ მაგელანის მეთაურობით სამი გემი წყნარ ოკეანეში შედის, რითაც ისინი პირველი ევროპელები ხდებიან, რომელთაც ატლანტის ოკეანიდან წყნარ ოკეანეში შესცურეს.
- 1660 : ლონდონის გრეშამის კოლეჯში რობერტ ბოილი, ჯონ უილკინსი, ქრისტოფერ ვრენი და სხვა წამყვანი მეცნიერები აფუძნებენ სწავლულთა საზოგადოებას, დღეს ცნობილი როგორც სამეფო საზოგადოება.
- 1821 : პანამის დამოუკიდებლობის დღე. პანამა გამოეყო ესპანეთს და კოლუმბიას შეუერთდა.
- 1912 : ალბანეთი დამოუკიდებლობას აცხადებს ოსმალეთის იმპერიისგან.
- 1943 : მეორე მსოფლიო ომი - თეირანის კონფერენცია - აშშ-ის პრეზიდენტი ფრანკლინ რუზველტი, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი უინსტონ ჩერჩილი და საბჭოთა ლიდერი იოსებ სტალინი თეირანში ომის სტრატეგიას იხილავენ.
- 1944 : ალბანეთი ნაცისტებისგან განთავისუფლდა ალბანეთის პარტიზანთა მიერ.
- 1960 : მავრიტანია საფრანგეთისგან დამოუკიდებლობას აცხადებს.
- 1969 : გამოდის როლინგ სთოუნზის ალბომი „Let It Bleed“.
- 1975 : აღმოსავლეთ ტიმორი დამოუკიდებლობას აცხადებს პორტუგალიისგან.
- 1982 : 88 ქვეყნის წარმომადგენელი იკრიბება ჟენევაში მსოფლიო სავაჭრო პოლიტიკის განსახილველად.
- 1984 : უილიამ პენი და მისი მეუღლე ჰანნა კალოუჰილ პენი გარდაცვალებიდან 250 წლის შემდეგ აშშ-ის სპატიო მოქალაქეები ხდებიან.
- 1989 : ცივი ომი - ხავერდოვანი რევოლუცია - ხანგრძლივი და მასიური პროტესტების ზეწოლით ჩეხოსლოვაკიის კომუნისტური პარტია მთავრობაზე მონოპოლიას თმობს.
- 1994 : ნორვეგიის ამომრჩევლები ევროკავშირის წევრობაზე უარს აცხადებენ.
- 2000 : უკრაინელი პოლიტიკოსი ოლეკსანდერ მოროზი აქვეყნებს კასეტას, რომლითაც სახალხოდ ამხილა პრეზიდენტი ლეონიდ კუჩმა ჟურნალისტი გიორგი ღონღაძის მკვლელობაში მონაწილეობაში.
- 2007 : ყოფილი თავდაცვის მინისტრი, მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი დააპატიმრეს გერმანიაში ქართველი სამართალდამცავების მოთხოვნით.
- 2018 : საქართველოს პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილი აირჩიეს, რომელიც რეგიონში პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა.
- 2021 : სიომარა კასტრო ჰონდურასის პირველ ქალ პრეზიდენტად აირჩიეს.
- 2024 : საქართველოს მთავრობამ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნა 2028 წლამდე შეაჩერა; პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ამ განცხადების საპასუხოდ, ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო.
ამ დღეს დაბადებულნი
- 1757 : ბლეიკი, უილიამ — ინგლისელი პოეტი, მხატვარი და ლითოგრაფი
- 1820 : ენგელსი, ფრიდრიხ — გერმანელი ფილოსოფოსი
- 1857 : ალფონსო XII — ესპანეთის მეფე
- 1880 : ბლოკი, ალექსანდრე — რუსი პოეტი
- 1898 : ანდღულაძე, ვასილ — ქართველი თერაპევტი
- 1898 : ჩხეიძე, უშანგი — ქართველი მსახიობი
- 1907 : ალბერტო მორავია — იტალიელი რომანისტი და ჟურნალისტი
- 1910 : ბენაშვილი, დიმიტრი — ქართველი კრიტიკოსი, ლიტერატურათმცოდნე
ამ დღეს გარდაცვლილნი
- 1685 : დე ნეფვილი, ნიკოლა (ჰერცოგი დე ვილრუა) — ფრანგი სამხედრო მოღვაწე
- 2010 : ლესლი ნილსენი — კანადელ-ამერიკელი მსახიობი
დღესასწაულები
- მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
იხილეთ აგრეთვე
სხვა თვეები: