შინაარსზე გადასვლა

კინგი (კუნძული, ტასმანია)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
07:08, 28 აგვისტო 2021-ის ვერსია, imported>გიო ოქრო
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
კინგი
მშობ. სახელი: ინგლ. King Island
ფაილი:King island tasm.jpg
ხედი კოსმოსიდან
გეოგრაფია
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
მდებარეობა ბასის სრუტე
კოორდინატები Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
კუნძულთა რაოდენობა 1
ფართობი 1098 კმ²
უმაღლესი წერტილი 213 მ
ტასმანია (შტატი)
დემოგრაფია
მოსახლეობა 1723 (2007)
სიმჭიდროვე 1,569 ად. /კმ²

კინგი (ინგლ. King Island) — კუნძული მდებარეობს ბასის სრუტეში, კუნძულ ტასმანიის ჩრდილო-დასავლეთ დაბოლოების შორიახლოს. ეკუთვნის ავსტრალიას, შედის ტასმანიის შტატის შემადგენლობაში. კუნძულის ფართობია — 1098 კმ², მოსახლეობა — 1723[1] ადამიანი (2007 წელი), საშუალო ასაკი 43,1 წელი.

გეოგრაფია

კუნძულზე მდებარეობს ვოლფრამის საბადოები (მოიპოვება მინერალი შეელიტი). კუნძულის შორიახლოს ბევრი ჩაძირული გემია. კუნძულის გარშემო იზრდება დიდი რაოდენობით წყალმცენარეები.

2004 წლის 28 ნოემბერს კინგის კუნძულის ნაპირზე გამოირიყა 70-ზე მეტი ვეშაპი და 30-ზე მეტი დელფინი. 97 ცხოველი დაიღუპა.

ისტორია

კუნძული 1802 წელს აღმოაჩინა და გამოიკვლია ფრანგულმა ექსპედიციამ ნიკოლა ბოდენის ხელმძღვანელობით. სახელი დაერქვა ახალი სამხრეთი უელსის შტატის გუბერნატორის ფილიპ კინგის პატივსაცემად, რომლის ტერიტორიის შემადგენლობაშიც მაშინ შედიოდა ტასმანია.

ადმინისტრაციული დაყოფა

კუნძულ კინგის ტერიტორია მთლიანად შედის ტასმანიის შტატის კინგის კუნძულის მუნიციპალიტეტში. მთავარი ქალაქია კარი.

სქოლიო

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted