შინაარსზე გადასვლა

კილის სამშვიდობო ხელშეკრულებები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
05:52, 2 იანვარი 2021-ის ვერსია, imported>InternetArchiveBot (გადარჩენა 1 წყაროების და მონიშვნა 0 მკვდრად.) #IABot (v2.0.7)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

კილის 1814 წლის სამშვიდობო ხელშეკრულებები — შვედეთი-დანიისა და ინგლისი-დანიის სამშვიდობო ხელშეკრულებები, რომლებმაც ბოლო მოუღო 1807—1814 წლების ინგლისი-დანიის ომს. ხელი მოეწერათ ჩრდილოგერმანულ ქალაქ კილში 1814 წლის 14 იანვარს.

ხელშეკრულება შვედეთსა და დანიას შორის

შვედეთი-დანიის სამშვიდობო ხელშეკრულების თანახმად, დანიამ შვედეთს დაუთმო ნორვეგია. ამის სანაცვლოდ დანიამ მიიღო რიუგენის ნახევარკუნძული და უფლება შვედეთის პომერანიაზე (გარდა შტრალზუნდისა — მისთვის დაყენდა განსაკუთრებული რეჟიმი). 1816 წელს ეს ტერიტორიები დანიას პრუსიამ გადასცა ლაუენბურგისა და ფულადი კომპენსაციის სანაცვლოდ.

რესურსები ინტერნეტში