გურამ თევზაძე
გურამ თევზაძე | |
---|---|
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
დაბ. თარიღი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
დაბ. ადგილი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
გარდ. თარიღი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
გარდ. ადგილი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
დასაფლავებულია | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
მოქალაქეობა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ეროვნება | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
საქმიანობა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
მუშაობის ადგილი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ალმა-მატერი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
განთქმული მოსწავლეები | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
პარტნიორ(ებ)ი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
სამეცნიერო ხარისხი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
სამეცნიერო წოდება |
პროფესორი (1970) აკადემიკოსი (1993) |
მეუღლე | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
მამა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
დედა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
შვილ(ებ)ი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ნათესავ(ებ)ი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ჯილდოები | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
Script error: No such module "collapsible list". | |
ხელმოწერა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
საიტი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
[[:commons:Category:Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted|Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted]] ვიკისაწყობში |
გურამ თევზაძე (დ. 30 იანვარი, 1932, თბილისი — გ. 31 აგვისტო, 2018, თბილისი) — ქართველი ფილოსოფოსი. ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1963), პროფესორი (1970), საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი (1993).
ბიოგრაფია
1954 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი. საკანდიდატო დისერტაციის თემა — „თავისუფლებისა და აუცილებლობის პრობლემა“, დაიცვა 1958 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა — „გერმანული ნეოკანტიანელობის შემეცნების თეორია“, დაიცვა 1963 წელს.
1957–1959 წლებში იყო ფილოსოფიის ინსტიტუტის უმცროსი და 1959–1966 წლებში უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, 1966–1970 წლებშ ამავე ინსტიტუტის ფილოსოფიის ისტორიის განყოფილების გამგე, 1971 წლიდან თსუ-ის ფილოსოფიის ისტორიის კათედრის გამგე. 1993 წელს გახდა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსად. ამავე წლიდან იყო მეცნიერებათა აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი. 2002–2018 წლებში იყო მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი. 2006–2018 წლებში იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი.
გურამ თევზაძის კვლევის ძირითადი მიმართულებები იყო ქართული ფილოსოფიის ისტორია, კლასიკური გერმანული ფილოსოფია და მისი გავლენა მსოფლიო კულტურაზე. თევზაძემ ქართულ ფილოსოფიაში დააყენა კაპადოკიური რენესანსის პრობლემა, ანალოგიისა და ადამიანის დანიშნულების პრობლემები იოანე პეტრიწთან. ახლებურად გაიაზრა სისტემის, როგორც ორგანიზმის საკითხი კანტის ფილოსოფიაში; განსაზღვრა იოჰან ბაპტისტ შადის ადგილი გერმანულ კლასიკაში; წამოაყენა გერმანული ნეოკანტიანელობის ახალი განმარტება, ასევე ირაციონალიზმის, როგორც გონების თვითკრიტიკის, პრობლემა.
მონაწილეობდა იმანუელ კანტის III, V, VII საერთაშორისო კონგრესების მუშაობაში. კითხულობდა სპეცკურსს „კანტის წმინდა გონების კრიტიკაზე“ მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში (1981), ასევე ლექციების კურსს (იმანუელ კანტი, გეორგ ჰეგელი, ნიკოლაი ჰარტმანი) ქ. ჩანჩუნის უნივერსიტეტში (1990). ხელმძღვანელობდა ფილოსოფიის საზაფხულო სკოლას ქ. ვილნიუსში (1986).
ჟურნ. „გეორგიკის” (1979 წლიდან) და „რელიგიის” (1992 წლიდან) სარედაქციო კოლეგიის წევრი. ჟურნალის „Философский поиск“ (ქ. ვიტებსკის სახელმწიფო უნივერსიტეტი) საერთაშორისო სარედაქციო საბჭოს წევრი (1996).
ავტორია სახელმძღვანელოებისა ფილოსოფიის ისტორიაში. გამოქვეყნებული ჰქონდა 214 ნაშრომი ქართულ, რუსულ, ინგლისურ, გერმანულ, ჩინურ ენებზე, მათ შორის რამდენიმე მონოგრაფია. მის სახელთან არის დაკავშირებული წიგნები: „ანტიკური ფილოსოფია“, „ახალი ფილოსოფიის ისტორია“, „ნიკოლაი ჰარტმანის ონტოლოგიის კრიტიკა“, „იმანუელ კანტი“, „მე-20 საუკუნის ფილოსოფიის ისტორია“ და სხვ. ეწეოდა მთარგმნელობით მოღვაწეობასაც (კანტი, ჰეგელი, ჰაიდეგერი, ჰარტმანი), მ.შ. თარგმნა მარტინ ჰაიდეგერის „ყოფიერება და დრო“ და დაურთო წერილი ჰაიდეგერზე.[1]
დაჯილდოებულია ივანე ჯავახიშვილის მედლით (1998) და ღირსების ორდენით (2002).
ლიტერატურა
- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 2014. — გვ. 645.
რესურსები ინტერნეტში
- გურამ თევზაძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ქართული ფილოსოფიის ნესტორი
- გურამ თევზაძე — კანტიანური კვლევები
- გურამ თევზაძე — ციფრული ბიბლიოთეკა
სქოლიო
- ↑ Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- Pages with script errors
- დაბადებული 30 იანვარი
- დაბადებული 1932
- თბილისში დაბადებულები
- გარდაცვლილი 31 აგვისტო
- გარდაცვლილი 2018
- ქართველი ფილოსოფოსები
- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები
- ფილოსოფიის დოქტორები
- ქართველი პროფესორები
- საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსები
- ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედლით დაჯილდოებულები
- საქართველოს ღირსების ორდენის კავალრები